ორშაბათს სატელეფონო საუბარი გაიმართა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის. ლონდონის ცნობით, ჯონსონმა გააფრთხილა პუტინი, რომ დესტაბილიზაციის ნებისმიერი მცდელობა უკრაინის წინააღმდეგ, იქნება სტრატეგიული შეცდომა მნიშვნელოვანი შედეგებით. პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ბრიტანეთის პრემიერს უთხრა, რომ უკრაინაში აქტივობის გაფართოებით, ნატოს სამხედრო ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან, რუსეთს საფრთხე ექმნება.
შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზაციით, შესაძლოა რამდენიმე ფრონტზე უკრაინაში შეჭრას აპირებდეს. ეს, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისისთვის იგეგმება. დღეისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 175 000-ზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული. კრემლი დღემდე აცხადებს, რომ უკრაინაში შეჭრას ის არ გეგმავს.
ბრიტანეთის პრემიერმა საუბარში კიდევ ერთხელ "გაუსვა ხაზი იმას, რომ გაერთიანებული სამეფო ერთგულია უკრაინის ტერიტორიული ხელშეუხებლობის და სუვერენიტეტის მიმართ" - აცხადებს ლონდონი. ჯონსონმა პუტინთან საუბარში ასევე ხაზგასმით აღნიშნა "დიპლომატიური არხებით ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობა დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით".
Facebook Forum