ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანიის პროკურატურა ხანგოშვილის მკლელობაში ბრალდებულის წინააღმდეგ სამუდამო პატიმრობას ითხოვს


გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა, საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის, რუსეთის მოქალაქის წინააღმდეგ, სამუდამო პატიმრობა მოითხოვა. წარმოშობით ჩეჩენი ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს, ერთი ვერსიით მოსკოვის ბრძანებით.

ბრალდების მხარემ მოთხოვნა 7 დეკემბერს გააჟღერა, 14 თვიანი სასამართლო პროცესის ფონზე. ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებული ვადიმ კრასიკოვია. მას ბრალად ბერლინის ერთ-ერთ პარკში ხანგოშვილის გასროლით მკვლელობა ედება.

ბრალდებული, მკვლელობიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. ის ბრალს უარყოფს. მან გერმანიაში რუსეთიდან იმგზავრა, ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით.

ფედერალური პროკურორების თქმით, თავდამსხმელი რუსული ფედერალური დაზვერვის ერთ-ერთი მეთაურია. საქმის შეფასებაში, პროკურორმა სასამართლოს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილმა „პოლიტიკური ოპონენტის ლიკვიდაცია მოახდინა, შურისძიების ნიადაგზე“. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებული „მკვლელობის სახელმწიფო ბრძანებით“ მოქმედებდა.

ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომში იბრძოდა. ის წარსულში რამდენიმე მკვლელობის მცდელობას გადაურჩა. 2016 წელს, გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც თავშესაფარი მიიღო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG