პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და მისმა მეუღლემ, ჯილ ბაიდენმა ვაშინგტონის ერთ-ერთ სამზარეულოში სახელად "ცენტრალური სამზარეულო" მოსახლეობას ინდაურისა და ტკბილი კარტოფილისგან მომზადებული სადილი დაურიგეს.
"ცენტრალური სამზარეულო" სკოლის ხელმოკლე მოსწავლეებისა და უსახლკაროებისთვის ამზადებს და არიგებს ხოლმე უფასო სადილს. ამერიკაში მადლიერების დღემდე ორი დღით ადრე კი ამ ადგილს ამერიკის უმაღლესი პირები ესტუმრნენ და თავად მიართვეს სადილი ბენეფიციარებს.
ბაიდენებთან ერთად, სადილის დარიგებაში მონაწილეობა ვიცე პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და მისმა მეუღლემ დაგ ემჰოფმაც მიიღეს. მათ მოწვეული შეფ-მზარეული და სამზარეულოს თანამშრომლებიც ეხმარებოდნენ.
წელს, ამერიკელები მადლიერების დღეს 25 ნოემბერს ზეიმობენ. ამ დღეს, ტრადიციული კერძები მზადდება ხოლმე, მათ შორისაა შემწვარი ინდაური, კარტოფილის პიურე და მოცვის სოუსი.
ამ დღეს, როგორც წესი, ოჯახები ერთად იკრიბებიან, სადილობენ და ამბობენ რისთვის არიან მადლიერები. იგივე კითხვა დაუსვეს ჟურნალისტებმა პრეზიდენტ ბაიდენს, რომელმაც უპასუხა, რომ მადლიერია "იმ ხალხის, ვინც მის გვერდით დგას".
Facebook Forum