ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება ქართველი ომბუდსმენის ძალისხმევას და მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილი სასამართლოს დაასწროს


დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოპყრობაზე საუბრობს.

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი მოპყრობას 1 ოქტომბერს მისი დაკავების შემდეგ. მივესალმებით სახალხო დამცველის ზედამხედველობით გაწეულ სამუშაოს მისი ჯანმრთელობის და პენიტენციური სისტემის საავადმყოფოს სამედიცინო მოწყობილობების შესწავლის მიზნით.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოეპყროს მას სამართლიანად და დაიცვას მისი ღირსება, ისევე როგორც შეისმინის სახალხო დამცველის რეკომენდაციები შესაფერის მოპყრობასთან დაკავშირებით” - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

შეერთებული შტატების საგარეო უწყების განცხადება საქართველოს მთავრობის მიმართ კიდევ ერთ მოწოდებას ავრცელებს: “ჩვენ ასევე დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს ის, რომ სააკაშვილმა, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად, შეძლოს მისი სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო სხდომებზე დასწრება. სააკაშვილს აქვს მიუკერძოებელი სასამართლოს უფლება, რაც გულისხმობს სასამართლო სხდომებზე პირადად დასწრებას, თუ ის ამის სურვილს გამოთქვამს“.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG