ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CIA-ს დირექტორმა მოსკოვში კიბერ-თავდასხმების საკითხი განიხილა


უილიამ ბერნსი
უილიამ ბერნსი

შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი, ამ კვირაში მოსკოვს სტუმრობდა. ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განხილვა იყო. CIA-ს დირექტორის მხრიდან მსგავსი ვიზიტი იშვიათია. ბერნსის ვიზიტი, უკანასკნელი თვეების განმავლობაში, მაღალი დონის ვიზიტების სერიას მოსდევს.

ბერნსმა, ახალი ამბების სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, რუს კოლეგებთან კიბერთავდასხმების საკითხი განიხილა. მან, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის წყაროს ინფორმაციით, რუსულ მხარეს კიბერ-შეტევების უკან, რუსეთის კვალის მაჩვენებელი სამხილები წარუდგინა.

ბერნსი, რომელსაც წარსულში რუსეთში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელს, სერგეი ნარიშკინს შეხვდა. განსახილველ საკითხთა შორის, სააგენტო „ინტერფაქსის“ თქმით, ასევე იყო თანამშრომლობა ტერორიზმის წინააღმდეგ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბულია და პრეზიდენტ ჯო ბაიდენისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სამიტის შემდეგ. ამ ბოლო დროს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის კიბერ-თავდასხმების, და დიპლომატიური უწყებების საქმიანობის საკითხებზე პროგრესი არ მიღწეულა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG