ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მხარეები ირანთან ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების განახლებას ცდილობენ


ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც 2015 წელს ირანთან ე.წ. ბირთვულ შეთანხმებას მიაღწიეს, ქვეყანასთან მოლაპარაკებების განახლების თარიღის შერჩევას ცდილობენ. ბლოკის პრეს-სპიკერის განმარტებით, ლიდერებს სურთ, ვენაში მოლაპარაკებების გასაგრძელებლად რაც შეიძლება მალე შეიკრიბონ.

ირანის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილე გუნდის ლიდერი ამბობს, რომ 27 ოქტომბერს ბრიუსელში გამართული შეხვედრა სასარგებლო იყო და ვენის მოლაპარაკებების გასაგრძელებლად გზა დაისახა.

აპრილში ირანისა და 6 ქვეყნის ლიდერმა 2015 წლის შეთანხმების განახლების შესახებ დაიწყეს საუბარი. შეთანხმება სამი წლის წინ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ამერიკამ დატოვა, რადგან ვაშინგტონი აცხადებდა, რომ ირანი პირობებს გამუდმებით არღვევდა. ამის შემდეგ ამერიკამ ირანს ბირთვული პროგრამის გაგრძელების გამო სანქციები დაუწესა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას და განსაკუთრებით ნავთობის ექსპორტს მძიმე დარტყმა მიაყენა.

გაზაფხულზე განახლებული მოლაპარაკებები ზაფხულში შეჩერდა. ივნისში ქვეყანამ ხისტი პოლიტიკის მომხრე იბრაჰიმ რაისი აირჩია პრეზიდენტად. ვარაუდობენ, რომ თუკი ვენაში მოლაპარაკებები განახლდება, თეირანს კიდევ უფრო მკაცრი პოზიციები ექნება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG