თეირანის ატომურ შეთანხმებაში დაბრუნების მცდელობა საფრთხის ქვეშაა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აიძულებს დიპლომატიის გარდა სხვა გზებიც განიხილონ. ინფორმაციას ამერიკის ოფიციალური პირები ავრცელებენ.
თვეების განმავლობაში, აშშ, სხვა მთავარ მოთამაშეებთან ერთად, ცდილობდა გადაერჩინა 2015 წლის ატომური შეთანხმება, რომელიც ოფიციალურად "სამოქმედო ერთობლივი ყოვლისმომცველი გეგმის (JCPOA)" სახელითაა ცნობილი.
2015 წლის შეთანხმებაში ირანის დასაბრუნებლად არაერთი არაპირდაპირი მოლაპარაკება გაიმართა ვენაში, თუმა კონკრეტული შედეგის გარეშე. ახლა ეს მოლაპარაკებები შეჩერებულია. ვაშინგტონში ამბობენ, რომ დრო სწრაფად იწურება.
"ყოველი დღის გასვლისა და ირანის უარის გამო ჩაერთოს კარგ საქმეში, დრო სულ უფრო გვეწურება",- თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.
"ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ დიპლომატია ყველაზე ეფექტური გზაა ამის გასაკეთებლად, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ისინი დიპლომატიაში ჩაერთონ. ჩვენ კი ირანისგან არ გვინახავს ამის სურვილი. მზად ვართ, რომ სხვა გზებიც განვიხილოთ, თუ ირანი თავის არჩევანს არ შეცვლის",- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
Facebook Forum