ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი ბირთვული რაკეტა გამოსცადა


ჩრდილოეთ კორეამ საზღვაო ხომალდიდან გაშვებული კიდევ ერთი ბირთვული რაკეტა გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. თითქმის ერთი თვის წინ სეულმა მსგავსი რაკეტა თავადაც გამოსცადა.

სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები, რომელიც ჩრდილოელი მეზობლის ქმედებებს აკვირდება, აცხადებს, რომ მოკლე რადიუსის მქონე, სავარაუდოდ საზღვაო ხომალდიდან გაშვებულმა რაკეტამ დაახლოებით 430-450 კილომატერის გაფრენის შემდეგ, მაქსიმალურ სიმაღლეს, 60 კილომეტრს მიაღწია. გასულ თვეში სამხრეთ კორეა მერვე ქვეყანა გახდა, რომელმაც ამგვარი რაკეტის გაშვება წარმატებით მოახერხა. ორ დღეში ქვეყანა აპირებს პირველი კოსმოსური რაკეტის გაშვებასაც.

სამხრეთ კორეის თავდაცვის მოდერნიზაციის გეგმა ამბიციური და მასშტაბურია. ის მოიცავს რამდენიმე ახალ რაკეტას, შიდა წარმოების საბრძოლო საჰაერო ხომალდების შექმნასა და თვითმფრინავების წარმოებასაც. ქვეყანაში 28 000 -მდე ამერიკელი ჯარისკაცია. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყანა ცდილობს თავდაცვის კუთხით გაძლიერდეს ფხენიანის შეკავების და რეგიონულ ურთიერთობებშიც უფრო დიდი როლი შესრულების მიზნით. თუმცა ფხენიანი მიიჩნევს, რომ სამხრეთელი მეზობლის ნაბიჯები პროვოკაციულია და დესტაბილიზაციას უწყობს ხელს.

XS
SM
MD
LG