ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ამბობს, რომ რუსეთი გაზს იარაღად არ გამოიყენებს და ევროპას დაეხმარება


საწვავზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო, ევროკავშირმა საგანგებო სამიტი მოიწვია. ამის პარალელურად კი, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გაზს იარაღად არ იყენებს და ის მზადაა ევროპას ენერგო კრიზისის დროს დაეხმაროს.

ევროპაში შექმნილი გაზის სიმცირეს კი ევროპელები რუსეთს და მისგან არასაკმარის მომარაგებას აბრალებენ. რუსეთი კონტინენტზე არსებული ენერგიის მესამეს ფლობს.

პუტინმა, მოსკოვის ენერგო კონფერენციაზე, განაცხადა, რომ საწვავის ბაზარი, საკმაოდ დაუბალანსებელი და რთულად გასათვლელია, ეს კი განსაკუთრებით ევროპას ეხება. თუმცა, მიუხედავად ასეთი გამოწვევებისა, რუსეთი ასრულებს თავის მოვალეობებს კლიენტებისადმი და მზადაა, რომ დამატებითი დახმარებაც გაუწიოს მათ.

პუტინმა უარყო ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთი მის ხელში არსებულ ენერგიას ევროპის წინააღმდეგ იარაღად იყენებს და თქვა, რომ "ეს მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებია, რასაც არანაირი საფუძველი არ გააჩნია.

სხვადასხვა ტიპის საწვავსა და ენერგო რესურსებზე მოთხოვნა პანდემიის შედარებით შემსუბუქებისა და ეკონომიკის სრული დატვირთვის შემდეგ გაიზარდა. ამან თავის მხრივ ნავთობზე, გაზსა და ქვანახშირზე ფასები მკვეთრად გაზარდა. ამ ყველაფერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ისიც, რომ მსოფლიოს ქვეყნების ნაწილი ცდილობს კლიმატური ცვლილებების გამო, რაც შეიძლება ეკო-მეგობრული ენერგო პოლიტიკა აწარმოოს.

ჩინეთმა, მსოფლიოს მეორე უმსხვილესმა ეკონომიკამ და სათბურის გაზების ყველაზე დიდმა გამომმუშავებელმა, ქვანახშირის მოპოვება და იმპორტი გაზარდა. ქვეყანაში ქვანახშირის შიდა ფასებმა რეკორდულ დონეს მიაღწია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG