ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი სავალდებულო ვაქცინაციის წარმატებულ სტრატეგიაზე საუბრობს


ამრიკელლთა გარკვეული ნაწილისთვის, ვაქცინაციის სავალდებულო წესის შემოღებიდან ერთ თვეში, პრეზიდენტი ბაიდენი შედეგებს ჩიკაგოში, ილინოისის შტატში განიხილავს.

ბაიდენი აცხადებს, რომ მისი გეგმა მუშაობს და გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, მილიონობით ამერიკელი აიცრა.

„ჩვენ ვიცით, რომ პანდემიის დასაძლევად სხვა გზა არ არსებობს, - ამერიკელთა უმეტესობა უნდა აიცრას. ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ეს რეალობა, ეს უნდა დავძლიოთ“ - აცხადებს პრეზიდენტი.

პრეზიდენტს მიაჩნია, რომ სავალდებულო ვაქცინაციის წესი ხელს უწყობს ეკონომიკას და მას ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს. ამიტომ, ის მოუწოდებს კომპანიებს, რომ უფრო მეტმა მოითხოვოს სვალდებულო ვაქცინაცია.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებით, ამერიკელთა 48% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პოანდემიას კარგად უმკლავდება. გამოკითხულთა 50% კი უკმაყოფილოა.

გასულ თვეში, პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა გეგმის შესახებ, რომლის მიხედვითაც, კომპანიებში, სადაც 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ვაქცინაცია სავალდებულო უნდა გახდეს. სხვა შემთხვევაში, თანამშრომლებმა ყოველგვირეული კოვიდ-ტესტების ნეგატიური პასუხები უნდა წარადგინონ. ბრძანება 100 მილიონზე მეტ დასაქმებულზე აისახება.

ბაიდენის სავალდებულო ვაქცინაციის გეგმა მოიცავს ყველა ფედერალურ თანამშრომელს და ფედერალური სამსახურების კონტრაქტორს, ასევე საავადმყოფოების თანამშრომლებს.

პანდემიის განმავლობაში, კოვიდ-19-ით ჯამში 700 000-ზე მეტი ამერიკელი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG