ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამ შიფი საქართველოს მთავრობას სააკაშვილის მიმართ "სამართლიანი მოპყრობისკენ" მოუწოდებს


წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე კონგრესმენი ადამ შიფი
წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე კონგრესმენი ადამ შიფი

ადამ შიფი საქართველოს მთავრობას რეფორმების გატარებისკენ და კანონის უზენაესობის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასება და ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ კომენტარის გაკეთება „ამერიკის ხმამ“ სთხოვა.

შიფის თქმით, მას ორივე საკითხთან დაკავშირებით აქვს შეშფოთების მიზეზი.

„ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე სერიოზული დარღვევები გამოავლინა: სახელმწიფოს მიერ კანდიდატების მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულება და მათ მხარეს ჩარევა, ხმების დათვლა, ასევე ამომრჩევლის დაშინების ძალისხმევა.

მე ვუერთდები სახელმწიფო დეპარტამენტს და საქართველოს მოვუწოდებ სააკაშვილს სამართლიანად მოექცნენ და უზრუნველყონ სამართლიანი პროცესი. მე საქართველოში რამდენიმე წლის წინ ვიყავი და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვისაუბრე ისეთ საკითხზე, როგორიცაა ზოგიერთი დემოკრატიული ინსტიტუციიდან, პროცესიდან, [უფლებების] დაცვიდან გადახვევა. ეს ყველაფერი წლების წინ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნაში კანონის უზენაესობას დავუჭიროთ მხარი და უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები სამართლიანია. ეს რთული დროა. რუსეთის ჯარი საქართველოს მეხუთედის ოკუპაციას აგრძელებს, რომელიც ათწლეულის წინ რუსეთმა კონფლიქტის შემდეგ მიიტაცა. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია. ქვეყანამ წლების წინ ძალიან იმედისმომცემი რეფორმები დაიწყო, სხვათა შორის სააკაშვილის დროს ბევრი წლის წინ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ ამ რეფორმების გაგრძელება და კანონის უზენაესობის გაძლიერება“, უთხრა კონგრესმენმა შიფმა „ამერიკის ხმას“.

ადამ შიფი არჩევნებს და სააკაშვილის დაკავებას აფასებს
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:08 0:00

მანამდე, სახელმწიფო დეპარტამენტში მიხეილ სააკაშვილის დაკავებას პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოეხმაურა. მისი თქმით, ვაშინგტონი მოვლენების განვითარებას ახლოს აკვირდება. "ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი ისარგებლებს თანასწორობის პრინციპით, საქართველოს კანონმდებლობის და საქართველოს მიერ აღებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად", - განუცხადა დეპარტამენტმა "ამერიკის ხმას."

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, 1 ოქტომბერს დააკავეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ. სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG