ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს


ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა, მოულოდნელად გამოთქვა მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ კომუნიკაცია აღადგინოს სამხრეთ კორეასთან. ამავდროულად, კიმმა უარყო ამერიკის შეთავაზება მხარეებს დაეწყოთ დიალოგი.

კიმის განცხადება აშკარა მცდელობაა იმისა, რომ სეულსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები გაწყვიტოს და ასე მიიმხროს სამხრეთ კორეა ამერიკისგან დაწესებული სანქციების დაძლევაში.

ოფიციალური ფხენიანის ინიციატივით, სეულთან მოლაპარაკებები გაიმართება. ეს ხდება იმის პარალელურად, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ ბოლო 6 თვის განმავლობაში პირველად გამოსცადა თავისი ახალი სარაკეტო სისტემები და ვაშინგტონისგან მწვავე კრიტიკაც მიიღო ამის გამო.

გაეროს უსაფრთხოების საბჭომ კი ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო დახურული სხდომა მოიწვია. შეხვედრის ინიციატორები ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი და სამხრეთ კორეა იყვნენ.

კორეის ოფიციალური სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კიმმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ ოქტომბრიდან ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის სასაზღვრო ცხელი ხაზები, რომელიც ერთ წელზე მეტია უფუნქციოდ იყო, აღგდება. ეს კი მანიშნებელი იქნება იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეას სურს მშვიდობა ორ კორეას შორის.

თუმცა, მიუხედავად თავისი ინიციატივისა, კიმმა მაინც დაადანაშაულა სამხრეთ კორეა იმაში, რომ ეს ქვეყანა დიდწილადაა დამოკიდებული საგარეო დახმარებასა და თანამშრომლობაზე, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებულ შტატებზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG