ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთში ელექტრო ენერგიის ნაკლებობა საწარმოების გაჩერებას და დენის გრაფიკით მიწოდებას იწვევს


ჩინეთში ელექტროენერგიის მზარდმა დეფიციტმა ბევრ ქარხანაში წარმოება გააჩერა, მათ შორის ბევრ საწარმოში, რომელიც “ეფლს” და ტესლას” ამარაგებს. ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში ზოგიერთი მაღაზია სანთლის შუქზე მუშაობდა და სავაჭრო ცენტრები ადრე დაიკეტა. ენერგიის ნაკლებობა ეკონომიკურ ზარალს იწვევს.

ჩინეთი ენერგო-პრობლემის მარწუხებშია იმ დროს, როდესაც ქვანახშირით მომარაგების ნაკლებობამ, გამონაბოლქვის სტანდარტების გამკაცრებამ, მწარმოებლების და ინდუსტრიის მხრიდან დიდმა მოთხოვნამ, ქვანახშირზე ფასი სარეკორდო დონემდე გაზარდა და ენერგიის მოხმარებაზე ფართოდ გავრცელებული შეზღუდვები გამოიწვია.

გასული კვირიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთის ბევრ ნაწილში, პიკის საათების დროს, ენერგიის გრაფიკით მიწოდება შემოიღეს. სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქების, მათ შორის შანხაის მცხოვრებლებს ენერგიას უფრო ადრე უთიშავდნენ და გათიშვა უფრო დიდხანს გრძელდებოდა.

ორშაბათს, სახელმწიფო ქსელის კორპორაციამ პირობა დადო, რომ უზრუნველყოფდა ენერგიის ნომინალურად მიწოდებას და გათიშვებს თავიდან აიცილებდა.

საცხოვრებელი სახლები და არა საწარმოო მომხმარებლები ენერგიის ნაკლებობას განიცდიან იმ დროს, როდესაც ჩინეთის უკიდურეს ჩრდილოეთ რაიონებში ღამით ტემპერატურა ყინვის ნიშნულს უახლოვდება. ენერგიის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქვანახშირის და ბუნებრივი გაზის კომპანიებს უთხრა, რომ ზამთრის განმავლობაში სახლების გასათბობად საჭირო ენერგიის მიწოდება უზრუნველყონ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG