თალიბანი უცხოურ კომპანიებს თხოვს ქაბულში კომერციული ფრენები განაახლონ. თვითგამოცხადებული მთავრობა აცხადებს, რომ ავღანეთის დედაქალაქის აეროპორტში ყველა პრობლემა მოგვარებულია და ობიექტები „სრულად ფუნქციონირებს“.
ისლამისტურმა დაჯგუფებამ, ავღანეთზე კონტროლი აგვისტოში, მას შემდეგ დაამყარა, რაც დასავლეთის მხარდაჭერილი მთავრობა დაიშალა.
მას შემდეგ, რაც თალიბანმა ქაბული აიღო, ავღანეთის დედაქალაქიდან ათობით ათასი უცხოელისა და რისკის ქვეშ მყოფი ავღანელის საგანგებო ევაკუაცია განხორციელდა. ამის შემდეგ, დედაქალაქის აეროპორტი ყველა კომერციული ფრენისთვის დაიხურა.
ქაოტური ევაკუაციის დროს დაზიანებული აეროპორტი ყატარის ტექნიკური დახმარებით, მხოლოდ ჩარტერული რეისებისა და ჰუმანიტარული დახმარებისთვის გაკნუთვნილი ფრენების განსახორციელებლად შეზღუდულად ფუნქციონირებს.
„რადგან ქაბულის საერთაშორისო აეროპორტში პრობლემები მოგვარებულია და აეროპორტი, როგორც შიდა, ასევე საგარეო ფრენებისთვის სრულად ფუნქციონირებს, ავღანეთის ისლამური საამირო ავიაკომპანიებს სრული თანამშრომლობის გარანტიას აძლევს“ - აცხადებს თალიბანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლადდანიშნული სპიკერი.
ამ დრომდე არ არის ცნობილი საერთაშორისო ავიაკომპანიების რეაქციები.
გლობალური საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას, თალიბანთან უშუალო ურთიერთობა არ დაუწყია. საერთაშორისო საზოგადოება ელოდება ფუნდამეტალისტური მოძრაობის მოქმედებებს, კერძოდ კი იმას,- დაიცავს თუ არა ის ადამიანის უფლებებს და მართავს თუ არა ქვეყანას ინკლუზიური მთავრობით, განსხვავებით 1996-2001 წლის მმართველობისა.
ამ დროისთის თალიბანთან პირდაპირი ურთიერთობა სამ ქავეყანას აქვს. ესენია რუსეთი, ჩინეთი და მეზობელი პაკისტანი.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაეროში განაცხადა, რომ „ამ მომენტისთვის, თალიბანი საერთაშორისო აღიარების საკითხი არ განიხილება“.