ავღანეთში სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელს უმასპინძლეს. ინფორმაციას ამის შესახებ თალიბანი ავრცელებს. შეხვედრაზე ცხინვალის რეჟიმს ალექსეი მაქსიმოვი წარმოადგენდა, ხოლო თალიბანს - ვიცე-პრემიერი აბდულ ღანი ბარადარი.
ფოტო შეხვედრის დასადასტურებლად სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" მუჰამედ ნაიმმა, თალიბანის პოლიტიკური ოფისის წარმომადგენელმა გაავრცელა.
ნაინის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და თალიბანს შორის თანამშრომლობის საკითხებს, ასევე რეგიონში არსებულ ვითარებას.
შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ცნობილი არ არის. არ არის გამორიცხული, რომ ოკუპირებულმა ცხინვალმა თალიბანი ავღანეთის ხელისუფლებად აღიაროს. ცნობები ამის შესხებ მედიაში არაერთხელ გავრცელდა.
სოციალურ ქსელ "იუთუბში" გამოქვეყნდა შეხვედრის ვიდეო კადრებიც. მას მოქალაქე დავით ჟვანია ავრცელებს.
Facebook Forum