ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკისთვის ყველაზე უარესი რამ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომი იქნებოდა


უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთთან ყოვლისმომცველი ომი რეალური შესაძლებლობა იყო და მას რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა სურდა.

ვოლოდომირ ზელენსკის, „იალტის ევროპული სტრატეგიის“ სამიტზე ჰკითხეს, რეალურია თუ არა, რუსეთთან ყოვლისმომცველი ომის შესაძლებლობა. უკრაინის პრეზიდენტი პასუხობს: „მე ვფიქრობს, რომ ეს შესაძლებელია.“

„ეს არის ყველაზე უარესი, რაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა არსებობს.“ - აცხადებს ზელენსკი.

ოფიციალური კიევის მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტმა 2014 წლიდან დღემდე 14 ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა გაუმჯობესდა, მაგრამ, მას აწუხებს ის ფაქტი, რომ უკრაინას არ მიუღია მკაფიო პასუხი, ნატოს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.

„ჩვენ არ მიგვიღია... პირდაპირი პოზიცია, უკრაინის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინა დიდი ხანია მზად არის“ - აცხადებს ზელენსკი.

კიევსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა მიმდინარე წლის დასაწყისში გაიზარდა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში ბრძოლები გაძლიერდა და რუსეთმა საზღვრის მახლობლად მეტი ჯარი გადაისროლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG