ირანმა ავღანეთისთვის საწვავის მიწოდება აღადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ნავთობპროდუქტების ექსპორტიორების კავშირი ავრცელებს.
მას შემდეგ, რაც ავღანეთი თალიბანმა დაიკავა, ქვეყანაში ერთი ტონა საწვავის ფასმა 900 დოლარს მიაღწია. ფასების დრამატული ზრდა იმან გამოიწვია, რომ ათობით ათასი ავღანელი ქვეყნიდან ან ხშირ შემთხვევაში, თალიბანის მიერ დაკავებული ქალაქებიდან, თავის დაღწევას ცდილობს და ტრანსპორტისთვის საწვავს იმარაგებს.
ფასების ზრდის შესაჩერებლად და ქვეყანაში გაჩენილი დეფიციტის შესამსუბუქებლად, თალიბანმა დახმარება ირანს სთხოვა. საწვავის მომარაგებასთან ერთად თალიბანმა თეირანს საზღვრის გახსნა და მოვაჭრეების დაშვება სთხოვა. ირანი აცხადებს, რომ ავღანეთში საწვავის გაგზავნა უკვე დაიწყო.
Facebook Forum