ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში ამერიკელ მეთაურებს, თალიბანის მეთაურებთან კომუნიკაცია აქვთ - პენტაგონი


შეერთებული შტატები ავღანეთში საევაკუაციო საჰაერო ოპერაციებს აგრძელებს. გენერალური შტაბის წარმომადგენელი, გენერალ-მაიორი ჰენკ ტეილორი აცხადებს, რომ გასული ღამის განმავლობაში, „რამდენიმე ევაკუაცია“ განხორციელდა.

„აეროპორტში ჩვენს მეთაურებს, კომუნიკაცია აქვთ აეროპორტის მიღმა, თალიბანის მეთაურებთან. ასევე იყო დისკუსია, კომუნიკაცია მათსა და ჩვენს შორის.
ჯონ კირბი

„ჰამიდ კარზაის საერთაშორისო აეროპორტი დაცულია. ის ახლა ღიაა სამხედრო ფრენებისთვის, ასევე შეზღუდული კომერციული ფრენებისთვის. გასული ღამის განმავლობაში, C-17-მა ავღანეთიდან 700-დან 800-მდე მგზავრი გამოიყვანა. შეგვიძლია დადასტურებით ვთქვათ, რომ ამ მგზავრებიდან 165 ამერიკის მოქალაქეა. დანარჩენები, ავღანელების სპეციალური საიმიგრაციო ვიზით და მესამე ქვეყნების წარმომადგენლები“, - განაცხადა გენერალმა ტეილორმა.

დღის ბოლომდე ქაბულში 4000-ზე მეტი ამერიკელი ჯარისკაცი იქნება. გუშინ იქ მათი რაოდენობა 2500 იყო. გენერალ-მაიორი აცხადებს, რომ ავღანეთის საერთაშორისო აეროპორტში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თავდაპირველად ყურადღება სამხედრო ძალასა და აღჭურვილობაზე გამახვილდა. მისი თქმით, ახლა შესაძლებელი იქნება, ევაკუაცია უფრო სწრაფი ტემპებით გაგრძელდეს.

„ჩვენ ველოდებით, რომ საუკეთესო ძალისხმევით დღეში 5 000-დან 9 000-მდე მგზავრის გამოყვანა იქნება შესაძლებელი. მაგრამ, ასევე გვახსოვს, რომ რიგმა ფაქტორებმა ამ მცდელობაზე შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს და გარემოებები შესაძლოა შეიცვალოს“, - თქვა გენერალმა ტეილორმა.

მაღალი რანგის ოფიციალური პირი აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის პრიორიტეტი კვლავ რჩება სამხედრო პრესონალის და იმ ადამიანების უსაფრთხოება, ვინც ავღანეთიდან ევაკუაციას ელოდება.

„დიდი ძალისხმევითა და ზრუნვით, ჩვენ ამ სამუშაოს ვაგრძელებთ. ალბათ იხილეთ ავღანური ოჯახების კადრები, სამხედრო თვითმფრინავის ირგვლივ. ეს მეტყველებს ჩვენი ჯარისკაცების მიერ გამოჩენილ ჰუმანიზმსა და პროფესიონალიზმზე“, - თქვა გენერალმა.

ამასთან, ტეილორი ხაზს უსვამს, რომ თალიბების მხრიდან, რაიმე სახის თავდასხმა ან მსგავსი საფრთხე არ გამოვლენილა. „ჩვენ არ გვქონია მტრული ჩართულობა, თავდასხმები ან საფრთხე თალიბანისგან. ჩვენ ფხიზლად ვრჩებით. ასევე, არ წარმოქმნილა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დამატებითი ინციდენტები აეროპორტში. აეროპორტის უსაფრთხოებას ჩვენ ვიცავთ, რაც შესაძლებელს გახდის ამერიკელებისა და ავღანელების უსაფრთხო ევაკუაციას“.

ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად, პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, რომ „თალიბანთან კომუნიკაცია“ მიმდინარეობს. ჯონ კირბი საუბრობს როგორც უშუალოდ ქაბულში, მეთაურების დონეზე არსებულ კომუნიკაციას, ასევე დოჰაში გამართულ პირისპირ შეხვედრას.

„აეროპორტში ჩვენს მეთაურებს, კომუნიკაცია აქვთ აეროპორტის მიღმა, თალიბანის მეთაურებთან. ასევე იყო დისკუსია და კომუნიკაცია მათსა და ჩვენს შორის. მე არ ვაპირებ შევიდე დეტალებში იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს დისკუსიები. დღის განმავლობაში რამდენიმე კომუნიკაცია გვქონდა და როგორც გენერალმა აღნიშნა, მეც შემიძლია ვთქვა, რომ თალიბანის მხრიდან აეროპორტში ჩვენი ოპერაციების მიმართ მტრული ქმედებები არ ყოფილა“.

ამერიკული ჯარის მთაური ავღანეთში, გენერალი კენეტ მაკკენზი თალიბანის ლიდერებს 17 აგვისტოს პირისპირ შეხვდა

Facebook Forum

XS
SM
MD
LG