ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაია სანდუ ამბობს, რომ საქართველო, უკრაინა და მოდლოვა ევროკავშირს და ევროპულ ოჯახს უნდა დაუბრუნდნენ


ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ სიტყვით გამოსვლის დროს აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სანდუს თქმით, ასოცირებული ტრიოს ერთობლივ დეკლარაციაზე ხელმოწერის შემდეგ პრეზიდენტებმა ისაუბრეს იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, რათა „სახლში ვიგრძნოთ თავი ევროპაში ყოფნისას“.

„ჩვენი მონაწილეობა მე-17 კონფერენციაში, რომელიც ბათუმში იმართება, უკვე კარგად არის ჩამოყალიბებული როგორც სტრატეგიული პლატფორმა ურთიერთობების გასაძლიერებლად ევროკავშირისა და აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს შორის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმისათვის, რომ ხაზი გაესვას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნებისთვის. ასევე განვაახლოთ ჩვენი ერთგულება კეთილდღეობის მქონე ევროპული მომავლისთვის...

ჩვენი სამი სახელმწიფო ხელს აწერს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ თანამშრომლობას და ეს ხდება ჩვენი თანამშრომლობის ხერხემალი. ამით იხსნება ახალი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე მოვახდინეთ ვიზალიბერალიზაცია და ჩვენს მოქალაქეებს მივეცით ევროკავშირში მოგზაურობის შესაძლებლობა ვიზების გარეშე. ჩვენ ვთანამშრომლობთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნებისთვისაა აქტუალური. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული მისწრაფებების კუთხით და გვაძლევს საშუალებას, რომ მჭიდრო კავშირები დამყარდეს ევროკავშირთან. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ვაჭრობა გვეწარმოებინა უზარმაზარ სამომხმარებლო ბაზართან. 55% პროცენტი აგროპროდუქციის და 75% პროცენტი არასასოფლო პროდუქციისა ევროკავშირშია წარმოდგენილი და რეალიზაცია ხდება. ბევრმა მოლდოველმა ახალი უნარები შეიძინა ევროკავშირში მუშაობის შედეგად და სამშობლოში ჩამოიტანა ახალი გამოცდილება და ახალი იდეები.

ქართველი და უკრაინელი მეგობრების გარეშე ჩვენ ვერ მოვახერხებდით ახალი ხედვის ჩამოყალიბებას. აღმოსავლეთ პარტნიორობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება ევროკავშირთან უფრო სიღრმისეული ინტეგრაცია, რომ სახლში ვიგრძნოთ თავი ევროპაში ყოფნისას“, - განაცხადა მაია სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტის თქმით, მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ყველაზე რთული ნაბიჯები „სახლში“ ელით, რადგან მათ უნდა შეძლონ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.

„კიდევ ერთხელ ევროკავშირს და ევროპულ ოჯახს დავუბრუნდეთ. ეს არის განახლებული დღის წესრიგი რეფორმების კუთხით, რათა მნიშვნელოვანი დაფინანსება მივიღოთ 2,3 მილიარდი ევროს ოდენობით, რომლის საშუალებითაც მობილიზებული იქნება დამატებით 17 მილიარდი ევრო. ეს იქნება უფრო ღრმა და ფართო თანამშრომლობის საწინდარი. ეს შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო მეტად ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან და ევროკავშირთან იმისთვის, რომ თანამედროვეობის გამოწვევები დავძლიოთ და ინტეგრაცია უკეთ მოვახდინოთ ევროპასთან.

ჩვენ გვინდა ეს ახალი შესაძლებლობა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ჩვენი ასოცირების შეთანხმება განვახორციელოთ, გავაძლიეროთ ჩვენი პოლიტიკური ასოცირება და კიდევ უფრო გავაღრმაოთ ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან", თქვა სანდუმ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG