ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წყალდიდობის შედეგად, გერმანიაში 30-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა


გერმანია სტიქიურ უბედურებას ებრძვის. წყალდიდობის შედეგად, ქვეყანაში, მინიმუმ 33 ადამიანია გარდაცვლილი, 12 დაკარგულადაა გამოცხადებული. რეკორდულად დიდმა ნალექმა, გერმანიის მდინარეების ადიდება და წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიური უბედურების შედეგად, განადგურდა საცხოვრებელი სახლები, დასახლებები და დაიღუპნენ ადამიანები.

გერმანიის გარდა, სტიქიურმა უბედურებამ მსხვერპლი გამოიწვია ბელგიაშიც. ძლიერი წვიმების გამო, 2 მამაკაცი გარდაიცვალა, 15 წლის გოგონა კი დაიკარგა.

სამაშველო ღონისძიებებში, მაშველებთან ერთად, ათასობით ჯარისკაციცაა ჩართული. ისინი ტანკების მეშვეობით ცდილობენ ჩამოწოლილი მიწისა და ხეების გადაწევას და გზის გასუფთავებას. ოპერაციაში ჩართულები არიან ვერტმფრენებიც, ისინი გადარჩენილების სახლების სახურავებიდან ევაკუაციას უზრუნველყოფენ.

ბოლოს, გერმანიაში ასეთი სტიქიური უბედურება 2002 წელს მოხდა. მაშინ 21 ადამიანი გარდაიცვალა.

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილების ოჯახებს და თქვა, რომ შოკირებულია, რომ სტიქიური უბედურებით ამდენი ადამიანი დაზარალდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG