ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საელჩოები: ვგომბთ ხელისუფლების და სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის არდაგმობას


საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, გამოეხმაურნენ თბილისში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. საერთო განცხადებაში საელჩოები გმობენ თავდასხმებს და საქართველოს ხელისუფლების მიერ, მომხდარის არ დაგმობას.

„ჩვენ ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების წევრებსა და ჟურნალისტებზე და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიპლომატური წარმომადგენლობები საქართველოში, აცხადებენ, რომ მოძალადე პირები კანონის სრული ძალით უნდა დაისაჯონ.

„მშვიდობიან შეკრებაში მონაწილეობის უფლება გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. ძალადობა, უბრალოდ, მიუღებელია და მას გამართლება არ აქვს. ის, ვინც აქეზებს ან იმუქრება ძალადობის ჩადენით, ან სჩადის ძალადობრივ ქმედებას, ხელს უშლის საქართველოს სამართალდამცველებს მშვიდი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაში. ისინი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგენ კანონის სრული უზენაესობის დაცვით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ყველა ლიდერს და სამართალდამცავ უწყებებს იმოქმედონ დაუყოვნებლივ და დაიცვან ის ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლებებით, დაიცვან ჟურნალისტები, რომლებიც მოქმედებენ თავისუფალი პრესის პრინციპების მიხედვით, და საჯაროდ დაგმონ ძალადობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ, ავსტრია, ბულგარეთი, ესტონეთი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო, გაეროს წარმომადგენლობა, შეერთებული შტატების საელჩო და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG