ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: აშშ მსოფლიოსთვის ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაიღებს


მომდევნო რამდენიმე კვირაში ამერიკის მიერ სხვა ქვეყნებისთვის გაზიარებული კოვიდ-19-ის ვაქცინების რაოდენობა 80 მილიონამდე გაიზრდება. ეს 5-ჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყნის მიერ გაღებული დახმარება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ შემდეგ თვენახევარში 20 მილიონი დოზით გაზრდის იმ ქვეყნების დახმარებას, ვისაც საკუთარი სახსრებით პანდემიასთან გამკლავება არ შეუძლია. მისი სურვილია, ამერიკა კოვიდ-19-ის ვაქცინებით ქველმოქმედებაში მსოფლიოს ლიდერი გახდეს.

"რუსეთმა და ჩინეთმა... სხვებს 15 მილიონი დოზა გაუზიარეს. იცით, რომ ბევრს საუბრობენ რუსეთის და ჩინეთის მცდელობაზე, მსოფლიოზე გავლენა ვაქცინების გზით მოახდინონ. ჩვენ კი გვინდა, რომ გავუძღვეთ მსოფლიოს ჩვენი ფასეულობებით: ინოვაციების, გენიალური გამომგონებლობის და ამერიკელი ხალხის ფუნდამენტური წესიერების დემონსტრაციით" - განაცხადა თეთრ სახლში 17 მაისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, პანდემიიდან გამოსვლაში კაცობრიობას დემოკრატია უნდა გაუძღვეს. ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები "ვაქცინებს სხვა ქვეყნების მხრიდან მადლიერებისთვის არ გამოიყენებს".

დამატებით 20 მილიონ დოზაში, რომელზეც პრეზიდენტმა ბაიდენმა ისაუბრა, შედის "ფაიზერ-ბიონტექის", "მოდერნას" და "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინები. აქამდე დანარჩენ სამყაროს ამერიკა "ასტრაზენეკას" მიერ წარმოებულ ვაქცინის 60 მილიონ დოზას დაპირდა. ეს უკანასკნელი შეერთებულ შტატებში გამოყენებისთვის ავტორიზებული ჯერ არ არის, თუმცა კომპანიისთვის ვაქცინის შეკვეთა წინასწარ მოხდა.

ვაქცინაცია უფასო ლუდით
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:10 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG