ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესის რესპუბლიკელები შიდა კონფლიქტის დასრულებას ცდილობენ


პარასკევ დილით, შეერთებული შტატების კონგრესის რესპუბლიკელები დახურულ კარს მიღმა, ლიზ ჩეინის შემცვლელის ასარჩევად შეიკრიბნენ. ჩეინი ლიდერთა გუნდიდან ტრამპის იმ დაუსაბუთებელი განცხადებების კრიტიკის გამო გარიცხეს, რომელიც არჩევნების გაყალბებას ეხებოდა. რესპუბლიკელებს სურთ შიდა დაპირისპირება უკან მოიტოვონ.

ნათელი არ არის, თუ მათი ძალისხმევა რამდენად წარმატებული იქნება იმ დროს, როდესაც პარტიაში ტრამპი დომინირებს და ჩეინი პირობას დებს, გააგრძელოს ბრძოლა, რათა 2024 წელს ტრამპს თეთრ სახლში შესვლის საშუალება არ მისცეს. ყოფილმა პრეზიდენტმა საჯაროდ აჩვენა, რომ კანდიდატობის კიდევ ერთხელ წამოყენების იდეა მისთვის უცხო არ არის.

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში რესპუბლიკელებმა კონტროლი კონგრესის ორივე პალატაზე დაკარგეს და მან საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო. თუმცა, ყოფილი პრეზიდენტი აგრძელებს სამაგიეროს გადახდის მცდელობას იმ არჩეული რესპუბლიკელების წინააღმდეგ, რომლებსაც არალოიალურად მიიჩნევს.

მათ შორის არიან ლიზ ჩეინი, რომელმაც ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ ხმა მის იმპიჩმენტს მისცა და სენატის უმცირესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელი, რომელმაც თქვა, რომ ძალადობრივ ქმედებაზე “მორალური პასუხისმგებლობა” ტრამპს ეკისრებოდა.

წარმომადგენელთა პალატის 212 რესპუბლიკელი არჩევანს ტრამპის მიერ მხარდაჭერილ ელის სტეფანიკსა და კონგრესმენ ჩიპ როის შორის გააკეთებს. კონგრესში ექვსი წლის განმავლობაში, სტეფანიკმა ერთგვარი ზომიერი პოზიცია გამოამჟღავნა, ჩიპ როის კი პარტიაში მტკიცე კონსერვატორის რეპუტაცია აქვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG