ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთის გავლენის ოპერაციები ამერიკის შეერთებულ შტატებში


ცოტა ხნის წინ გასაჯაროებული განაცხადების თანახმად, შეერთებულ შტატებში ჩინეთის გავლენის დიდბიუჯეტიანი ოპერაცია, სატელევიზიო მაუწყებლობის და სხვა მედია საქმიანობის მხარეს გადაიხარა. აღნიშნული განაცხადები უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის მოთხოვნის შეესაბამისად გაკეთდა.

ჩინეთის სახელმწიფო გლობალურმა სატელევიზიო ქსელმა CGTN, გასულ წელს შეერთებულ შტატებში თავის ოპერაციებზე 50 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა, რაც შეერთებული შტატების საზოგადოებრივ აზრზე და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენი ჩინური დანახარჯების 80 პროცენტს შეადგენდა. ჩინური სატელევიზიო ქსელი შეერთებულ შტატებში 2012 წლიდან მაუწყებლობს და ხარჯების სრული რაოდენობა პირველად წარმოადგინა. 2019 წელს ამ ქსელმა ხარჯები მხოლოდ ნაწილობრივ აჩვენა, რაც მაშინ დაახლოებით 43 მილიონ დოლარს შეადგენდა.

ჩინეთმა გასულ წელს, შეერთებულ შტატებში პროპაგანდასა და ლობისტურ საქმიანობაზე, მთლიანობაში თითქმის 64 მილიონი დოლარი დახარჯა.

ტელევიზიის საშუალებით ამერიკაში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოსახდენად, ჩინეთმა ყველა სხვა ქვეყანაზე მეტი დახარჯა. მეორე ადგილზე, დაახლოებით 50 მილიონი დოლარით ყატარი აღმოჩნდა, რუსეთი კი 42 მილიონი დოლარით მესამე ადგილზეა. ყატარს და რუსეთს შეერთებულ შტატებში ფართომასშტაბიანი მედია ოპერაციები აქვთ.

პეკინი დიდი ხნის განმავლობაში უარყოფდა, რომ შეერთებულ შტატებში გავლენის ოპერაციებს ატარებს.

ჩინეთის მიერ გავლენის ოპერაციებზე დახარჯული 64 მილიონი დოლარიდან, თითქმის 10 მილიონი არასამთავრობო სუბიექტებზე მოდის. ტელეკომუნიკაციების კონგლომერატმა “ჰუავეიმ” ლობისტურ საქმიანობაზე თითქმის 3.5 მილიონი დახარჯა.

გასულ წელს შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა "ჰუავეის" რამდენიმე ბრალი წაუყენა. ერთ-ერთი ბრალი იყო შეთქმულებისთვის, რომელიც სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვას ისახავდა მიზნად. მეორე ბრალი კი ირანზე დაწესებული ამერიკული სანქციების დარღვევას ეხებოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG