ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუმ მთავრობა ვერ დააკომპლექტა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიუაჰუმ ახალი მთავრობის დაკომპლექტება დროულად ვერ მოახერხა. პრემიერს ამისთვის 28-დღიანი ვადა ჰქონდა მიცემული, თუმცა, ეს ვადა მან ვერ დაიცვა. ამიტომ, ქვეყნის პრეზიდენტმა, რეუვენ რივლინმა თქვა, რომ ის დაელაპარაკება პარტიებს ქნესეთში და ამ თემაზე მათთან ერთად იმუშავებს.

არსებობს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი, მთავრობის ფორმირების შანსს ახლა ნეთანიაჰუს ოპონენტს მისცემს. კანდიდატებს შორის არის იაირ ლაპიდი, ვისმა ცენტრისტულმა პარტიამაც, მარტის არჩევნებში, ნეთანიაჰუს შემდეგ, მეორე ადგილი აიღო. პრეზიდენტს აქვს, ასევე იმის შანსი, რომ პარლამენტს სთხოვოს აირჩიოს საკუთარი კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის.

კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების აუცილებლობა მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც 120-ადამიან ქნესეთში უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 23 მარტს ჩატარებული არჩევნები, ისრაელისთვის 2 წელიწადში მეოთხე საარჩევნო პროცესი იყო.

ნეთანიაჰუმ, მთავრობის ფორმირებისთვის უამრავი მოლაპარაკება გამართა თავის მოწინააღმდეგეებთან და უპრეცედენტო შეხვედრა ჰქონდა ისლამისტი არაბების პარტიასთანაც კი. თუმცა, მიუხედავად ყველა მცდელობისა, პრემიერმა მთავრობის ფორმირება ვერ მოახერხა.

71 წლის ნეთანიაჰუ ისრაელის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებს. მანამდე ის იგივე თანამდებობას 1996-99 წლებში იკავებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG