ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მოდერნა" ვაქცინის წარმოებას ზრდის - 3 მილიარდი დოზა 2022 წელს


კოვიდ-19 ვაქცინის მწარმოებელი კომპანია „მოდერნა“ აცხადებს, რომ ვაქცინის წარნმოებას ზრდის. კომპანია, 2022 წლის განმავლობაში 3 მილიარდი ვაქცინის წარმოებას გეგმავს. ეს რაოდენობა დაგეგმილზე გაცილებით მეტია.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, კომპანიას 2021 წელს დაგეგმილ რაოდენობაზე გაცილებით მეტ, ვაქცინის 1 მილიარდამდე დოზას დაამზადებს. საბოლოო რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ მაგალითად ვაქცინის რა რაოდენობა იქნება საჭირო ბავშვებისთვის. ამჟამად, მოდერნას ერთი დოზაში, ვაქცინის ნივთიერება 100 მიკროგრამს შეადგენს. მომავალში, ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა 50 მიკროგრამი იქნას გამოყენებული.

ამასთან, ახალ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანია აცხადებს რომ მის მიერ წარმოებული ვაქცინის შენახვა მაცივრის ტემპერატურაზე, სამ თვემდე ვადით შეიძლება.

„ეს შეიძლება იყოს წინსვლა, რომელსაც ნამდვილად აქვს მნიშვნელობა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის“ - აცხადებს „მოდერნას“ პრეზიდენტი, სტივენ ჰოგი.

აქამდე, მაცივრის ტემპერატურაზე, საყინული გარეშე შენახვის ავტორიზაცია, მსოფლიოს ორ მთავარ მწარმებლებს, „ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონ და ჯონსონს“ ჰქონდა. ამავე ავტორიზაციის გავლა „მოდერნასაც“ მოუწევს.

„ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონ და ჯონსონთან“ დაკავშირებული შეფერხებების გამო, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მთავრობები ცდილობენ „მოდერნასა“ და „პფაიზერის“ ვაქცინების მარაგი მოიპოვონ.

ამ ფონზე, დაბალშემოსავლიანი და ნაკლებად განვითარებული ქვეყნები, ვაქცინების საჭირო რაოდენობის მოპოვებისთვის იბრძვიან.

გასულ კვირის ყოველ დღეს, ინდოეთში ინფიცირების 300 000 ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. დროის ამავე მონაკვეთში, კოვიდ-19-ით 2000 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ინდოეთის 1.3 მილიარდზე მეტი მოქალაქიდან, ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა 10%-ზე ნაკლებს აქვს მიღებული. ვირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებული მხოლოდ 20 მილიონი ადამიანია.

XS
SM
MD
LG