ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი უკრაინელ დიპლომატს სამაგიეროს გადახდის მიზნით აძევებს


ორშაბათს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამ თვის დასაწყისში, კიევის მიერ რუსეთის საელჩოს თანამშრომლის გაძევების საპასუხოდ, უკრაინელი დიპლომატი გააძევა.

თვის დასაწყისში რუსეთმაც და უკრაინამაც დიპლომატები გააძევეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა სანქტ-პეტერბურგში უკრაინის კონსულს, საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მცდელობა დააბრალა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილებას “კიდევ ერთი პროვოკაცია” უწოდა და თქვა, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში “ნაცვალგების საფუძველზე”, რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევების შესახებ გამოაცხადოს.

რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში პრო-რუსული სეპარატისტული ამბოხების შემდეგ, მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა უკიდურესად ცუდია.

დაძაბულობა გამწვავდა ბოლო კვირებში, უკრაინის საზღვრის სიახლოვეს რუსული სამხედრო ძალების თავმოყრის გამო, რამაც კიევში და დასავლეთში განგაში გამოიწვია.

გასულ კვირაში რუსეთმა, რომელმაც თქვა, რომ ჯარის თავმოყრა სამხედრო წვრთნების ნაწილი იყო, გამოაცხადა, რომ ჯარების მუდმივ ადგილსამყოფელ ბაზებზე დაბრუნება დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG