ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ელჩი რუსეთში კონსულტაციებისთვის ვაშინგტონში ბრუნდება


აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი
აშშ-ის ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი

შეერთებული შტატების ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი აცხადებს, რომ კონსულტაციებისთვის ამ კვირაში ვაშინგტონში დაბრუნდება. ელჩის ამ განცხადებას წინ უსწრებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მზარდი დაძაბული ურთიერთობა.

"ვფიქრობ, ჩემთვის მნიშვნელოვანია პირდაპირ ვესაუბრო ჩემს ახალ კოლეგებს ვაშინგტონში, ბაიდენის ადმინისტრაციაში რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ურთიერთობების თაობაზე" - ეს განცხადება სალივანის სახელით პრესას ამერიკის საელჩოს პრესმდივანმა გააცნო.

ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებდა კიბერთავდასხმების, არჩევნებში ჩარევის და ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცებისთვის საფრთხის შექმნისთვის.

ურთიერთობაში ასევე რთული ასპექტებია დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკრაინის საზღვართან რუსული ჯარის მობილიზება და ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ბრალდება, რომ ჩეხეთში, ამუნიციის შემნახველ საწყობში 2014 წელს მომხდარი დამანგრეველი აფეთქების უკან რუსეთი იდგა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG