ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანმა უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის ბრალი 10 პირს წაუყენა


ირანმა 2020 წელს, უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეში ბრალი 10 ოფიციალურ პირს წაუყენა, აცხადებს პროკურორი. განცხადება იმ ფონზე გამოქვეყნდა, რაც ქვეყანა გასულ თვეში საერთაშორისო კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა, როცა თვითმფრინავის ჩამოგდების გამოძიების საბოლოო დასკვნამ მომხდარი „ადამიანურ შეცდომას“ დააბრალა და მასში პასუხისმგებელ პირებზე საუბარი არ იყო.

ირანული მედიის ინფორმაციით, თეირანის სამხედრო პროკურორმა ღოლამაბას ტორკიმ ასევე არ დაასახელა ბრალდებული პირები ცერემონიაზე, რომლის დროსაც მისი უფლებამოსილება ნასერ სერაის გადასცა.

უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 2020 წლის იანვარში ჩამოაგდეს. ინციდენტს 176 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ირანი თავდაპირველად მომხდარში მის როლს უარყოფდა, თუმცა საბოლოოდ აღიარა, რომ ჩამოგდებაში პასუხისმგებელი, ქვეყნის ელიტური სამხედრო ჯგუფი, „გუშაგთა კორპუსია“.

ავიალაინერი, რომელიც თეირანიდან კიევში მიფრინავდა, სარაკეტო გასროლის შედეგად ჩამოვარდა. წინასწარი ანგარიშებით, ირანი ამბობს, რომ ინციდენტი საჰაერო თავდაცვის მიერ ბოინგ 737-800-ის ამერიკულ ფრთოსან რაკეტაში არევას მოჰყვა. ინციდენტი ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ფონზე მოხდა. იმ დროს როდესაც, ირანმა ერაყში ამერიკის შეიარაღებულ ძალებზე საჰაერო თავდასხმა მიიტანა, ირანელი გენერლის ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციის საპასუხოდ.

თვითმფრინავის მგზავრთა შორის უმეტესობა კანადის მოქალაქე იყო. ბორტზე ასევე იმყოფებოდნენ ავღანეთის, ბრიტანეთის, გერმანიის, ირანის, უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG