ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს საიდუმლო ინფორმაცია იტალიელმა კაპიტანმა რუსეთს გადასცა


რუსეთის საელჩო რომში, იტალია
რუსეთის საელჩო რომში, იტალია

54 წლის უოტერ ბიოტი ეჭვმიტანილია საიდუმლო ინფორმაციის რუსეთის სამხედრო ატაშესთვის გადაცემაში. წყარომ, რომელიც რომის პოლიციის განყოფილებაში მუშაობს და იდენტიფიცირება არ სურს, თქვა, რომ ეჭვმიტანილმა ინფორმაციის სანაცვლოდ 5 000 ევრო ($5,900) აიღო.

ბიოტი საზღვაო ფლოტის კაპიტანია. პოლიციამ ამოიღო ელექტრონული მეხსიერების ბარათი, რომელზეც 181 ფოტოა. მათ შორის 47 ნატოს, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის საიდუმლო ინფორმაციას შეიცავს.

კაპიტან ბიოტის ადვოკატი რობერტო დე ვიტა იტალიურ მედიასთან ინტერვიუებში ამბობს, რომ მისი კლიენტი რუსეთისთვის ინფორმაციის მიყიდვას აღიარებს, მაგრამ ამბობს, რომ ეს არ იყო საიდუმლო მასალა. ბიოტი სასამართლოში პირველად ხუთშაბათს მივიდა. თუმცა, მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ამბობს, რომ პასუხების მოსაფიქრებლად მეტი დრო დასჭირდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG