ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი: 19 აპრილისთვის, ამერიკაში ყველა ზდასრულს შეეძლება აცრა გაიკეთოს


ორშაბათს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკაში 10 ზრდასრულიდან ყოველი 9, სამი კვირის შემდეგ, შეძლებს, ვაქცინა მიიღოს.

"ჩვენ ახლა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ვართ ვირუსთან, რომელიც სწრაფად ვრცელდება და შემთხვევები კვლავ იზრდება",- თქვა ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს. "ახალი ვარიანტები ვრცელდება და სამწუხაროდ, იმ უგუნური საქციელის გამო, რომელსაც ჩვენ ტელევიზიებით ვხედავდით, მომავალი კვირების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტი შემთხვევა გველოდება",- დაამატა პრეზიდენტმა.

ორშაბათსვე, პანდემიისა და ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ, "დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის" დირექტორმა, როშელ ვალენსკიმ ისაუბრა. მან თქვა, რომ მოსალოდნელი საფრთხის განცდა აქვს და მიუთითა იმაზე, რომ რამდენიმე კვირის წინ, ევროპაშიც მსგავსი რამ ხდებოდა და ისინი მესამე ტალღის წინაშე აღმოჩნდნენ. ვალენსკის თქმით, კორონავირუსის ვირუსის მორიგი ტალღა ახლა ამერიკას ემუქრება.

ვალენსკის თქმით, ბოლო მონაცემები აჩვენებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური, საშუალო მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა და დღეში, დაახლოებით, 700,000 შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში 4%-ითაა გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის, ხოლო 3%-ით გარდაცვალების მაჩვენებლები.

პრეზიდენტმა ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან ერთად, მოუწოდა გუბერნატორებს, არ შეამსუბუქონ აკრძალვები და შეზღუდვები, რომელიც კორონავირუსთანაა დაკავშირებული. ქვეყნის ლიდერმა ყველას მოუწოდა გააგრძელონ ნიღბების ტარება.

"გთხოვთ, ეს არ არის პოლიტიკის საკითხი",- მიმართა პრეზიდენტმა გუბერნატორებს და დაამატა, რომ ნიღბების ტარება სავალდებულო უნდა იყოს ინდივიდიუალებისთვის და ასევე, ამას უნდა სთხოვდნენ ბიზნესები თავიანთ თანამშრომლებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG