გამოძიებას კოლორადოს შტატის ქალაქ ბოლდერში, ჯერ კიდევ არ გააჩნია მოტივი, რის გამოც სასურსათო მაღაზიაში შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა და 10 ადამიანი მოკლა. ეჭვმიტანილი აჰმად ალ ალივი ალისა დაკავებულია.
წარმოშობით სირიელ აჰმადს პირველი კატეგორიის მკვლელობის მუხლით გასამართლება ელის. ახლა ის სასამართლოში გამოძახებას ელოდება. მისი ძმა ამბობს, რომ აჰმადი პარანოიდული და გულჩათხრობილი ადამიანია. ინციდენტამდე 6 დღით ადრე, აჰმადმა ცეცხლსასროლი იარაღი Ruger AR-556 შეიძინა, რომელიც ნახევრად ავტომატურ იარაღს ჩამოჰგავს.
კოლორადოში დატრიალებულ სისხლისღვრას, კვირაზე ნაკლები დრო აცილებს ჯორჯიის შტატში მომხდარი მასობრივი მკვლელობიდან. ქალაქ ატლანტაში შეიარაღებულმა მამაკაცმა სიცოცხლეს 8 ადამიანი გამოასალმა. მასობრივმა სროლებმა იარაღის კონტროლზე დებატები კვლავ განაახლა. საკითხზე მოსმენა სამშაბათს სენატის იუსტიციის კომიტეტშიც გაიმართა.
Facebook Forum