NATO-ს საზღვაო შენაერთები ფოთსა და ოდესაში
საქართველოს წყლებში ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) ოთხი ხომალდი შემოვიდა. SNMG2 საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთობლივ წვრთნაში მიიღებს მონაწილეობას. პარალელურად, ნატოს მეორე საზღვაო ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) ოდესაშია და წვრთნას უკრაინის ტერიტორიულ წყლებში მართავს.
Facebook Forum