ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ვაქცინა: "ნოვავაქსი" 96%-იან წარმატებას აჩვენებს


ამერიკული კომპანია "ნოვავაქსის" კოვიდ-19-ის ვაქცინამ ბრიტანულ კვლევაში მაღალი ეფექტურობა აჩვენა. ვაქცინას დაავადების პრევენციაში 96%-იანი შედეგი აღმოაჩნდა. აცრილებს შორის საერთოდ არ იყო მწვავე დაავადების ან სიკვდილის შემთხვევა, თქვა კომპანიამ ხუთშაბათს გაკეთებულ განცხადებაში.

რაც შეეხება კორონავირუსის ახალ ვარიაციებს, "ნოვავაქსში" ამბობენ, რომ მათ ვაქცინა პირველად ბრიტანეთში აღმოჩენილ B.1.1.7 ვარიანტზეც გამოსცადეს. ამ შემთხვევაში ვაქცინის ეფექტურობა, ორიგინალურ ვერსიასთან შედარებით ცოტა ნაკლები, 86% იყო, თუმცა ეს მაინც ძალიან კარგ შედეგად ითვლება.

ფარმაცევტული კომპანია ავტორიზაციის მოპოვებას რამდენიმე ქვეყანაში შეეცდება. დიდ ბრიტანეთში ვაქცინის გამოყენების დასამტკიცებლად წარდგენას, 2021 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში გეგმავენ. მანამდე კი შეერთებულ შტატებში და მექსიკაში მიმდინარე კვლევის შედეგებს ელოდებიან, რომლებშიც 30 000 ადამიანი მონაწილეობს.

"ნოვავაქსი" ცალკე მუშაობს ვირუსის ახალი ვარიაციების საწინააღმდეგო ვაქცინაზე. მისი კლინიკური გამოცდის დაწყებაც ამ წლის მეორე კვარტალში იგეგმება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG