ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი კოსოვოს და სერბეთს ურთიერთგაგებისკენ მოუწოდებს


შიდა საკითხებით დატვირთული დღის წესრიგის მიუხედავად, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აწონ-დაწონა სერბეთსა და კოსოვოს შორის არსებული ხანგრძლივი დავა და ორივე ქვეყნის ლიდერებს, „ურთიერთ აღიარების“ საფუძველზე, ურთიერთგაგების ნორმალიზება წერილობით მოუწოდა.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ბალკანეთში, ერთ-ერთი ბოლო გადაუჭრელ დავაზე აქცენტის გაკეთებით, ბაიდენი ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ მისი ადმინისტრაცია აპირებს, უფრო მეტად ჩაერთოს საკითხებში, რაც მოკავშირეებს აშფოთებთ.

„ამერიკის ახალი პრეზიდენტი არის ის, ვინც ევროპულ უსაფრთხოებაში იქნება ჩართული, განსაკუთრებით ბალკანეთში, განსხვავებით პრეზიდენტ ტრამპისა. ვფიქრობ, ეს ზოგადად ძალიან კარგი ამბავია. ვფიქრობთ ასევე ვიხილავთ მის ახლო მუშაობას ევროკავშირთან“ - აცხადებს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უფროსი, ჩარლზ კუბჩანი.

„დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ აშშ მოუწოდებს მხარეებს, წარსული უთანხმოებები გადალახონ ურთიერთპატივისცემით, ურთიერთგაგებით, ერთმანეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის საფუძველზე“ – ამერიკის ხმის ალბანურ სერვისთან ეს კომენტარი, გაეროში აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ფრენკ ვისნერმა გააკეთა.

ვისნერი აცხადებს, რომ ამერიკის მიზანია, კოსოვო და სერბეთი მორიგდნენ და სერბეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიაროს.

XS
SM
MD
LG