ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორტნი: დეესკალაციისთვის დიალოგი უნდა შედგეს


ნიკა მელია ელექტონულ სამაჯურს პროტესტის ნიშნად იხსნის. თბილისი 1 ნოემბერი, 2020
ნიკა მელია ელექტონულ სამაჯურს პროტესტის ნიშნად იხსნის. თბილისი 1 ნოემბერი, 2020

ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაკავება იურიდიულ ჩარჩოებს სცდება და ის პოლიტიკური თემაა, რომელსაც ქვეყნისთვის მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია. კორტნის ასევე მიაჩნია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება ქართულ ოცნებაში არსებული სისუსტის და ბიძინა ივანიშვილის გავლენის გაგრძელების მაჩვენებელია. კრიზისის დასამთავრებლად კი ყოფილ ელჩს საქართველოსთვის ინიციატივა აქვს. უილიამ კორტნის "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.


ბატონო ბილ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. როგორ აფასებთ საქართველოში ამ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს ზოგადად?

როგორც ჩანს, პოლარიზაცია გრძელდება. ის, რაც საქართველოში ხდება, დასავლეთში ძალიან გვაშფოთებს.

რა იწვევს?კონკრეტულად რა იწვევს თქვენში ამ შეშფოთებას?

ეს უკვე რამდენიმე ხანია გრძელდება. ღარიბაშვილი პირველად პრემიერ-მინისტრად 2013 წელს დანიშნეს. მაშინ მისი ყველაზე დიდი დამსახურება ივანიშვილის პერსონალური თანაშემწეობა იყო. ამის შემდეგ ვნახეთ, რომ კიდევ რამდენიმე პრემიერი გამოიცვალა. კვირიკაშვილს ერთგვარი ნდობა ჰქონდა. მაგრამ მოულოდნელად ისიც წავიდა. შემდეგ იყო გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებული დემონსტრაციები, მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენება, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ანგარიშვალდებულების არ დაკისრება. შარშანდელი არჩევნები იყო გაუმართავი, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის კრიტიკის საგანი გახდა. წელს ოპოზიცია უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ახლა კი ოპოზიციის ლიდერ მელიას დაკავების გადაწყვეტილება. ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ იმის ნაცვლად, რომ სიტუაცია დაწყნარდეს, ის უარესდება. ამერიკაც და ევროკავშირიც პოლიტიკურ ძალებს დეესკალაციისკენ მოუწოდებენ. რაღაც სახის დიალოგი უნდა შედგეს იმისთვის, რომ დეესკალაცია მოხდეს.

თქვენ საქართველოში ამერიკის ელჩი 1990-ანებში იყავით. დღეს გაისმა შეფასებები, რომ საქართველო უკან მიდის და იმ დაძაბული პერიოდის მსგავს პერიოდს უბრუნდება. ხედავთ თუ არა თქვენ მსგავსებას?

კი ვხედავ. ერთი პარალელი ისაა, რომ გამსახურდიას პერიოდის შემდეგ ქართული პოლიტიკა პოლიტიკური მესიების გავლენის ქვეშ რჩება. ჯერ იყო გამსახურდია, შემდეგ შევარდნაძე, შემდეგ სააკაშვილი და შემდეგ ივანიშვილი. ამან პოლიტიკური პარტიების ინტერესების სფეროების მიხედვით და არა პერსონალიების მიხედვით განვითარებას ხელი შეუშალა. შეერთებული შტატების მაგალითზე კარგად ჩანს რამდენად მავნე შეიძლება იყოს პერსონალიებზე დამყარებული პოლიტიკური პარტიები. საქართველოში პარტიებმა ვერ შეძლეს პოლიტიკური ინტერესების მიხედვით განვითარება.

რა გამოსავალს ხედავთ? თქვენ დიალოგი ახსენეთ, მაგრამ დიალოგი ვის შორის? ვინაა პასუხისმგებეელი ქვეყნის ამ არეული მდგომარეობიდან გამოყვანაზე?

ქართველებმა ეს თავად უნდა გააკეთონ. დასავლეთს დახმარების აღმოჩენა შეუძლია. ამერიკის და ევროკავშირის ელჩები დახმარებას ცდილობენ, მაგრამ ეს ქართველების გასაკეთებელი საქმეა. ჩემი აზრით, ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებაში“ უფრო მეტი რეპუტაციის მქონე ლიდერებს, ნაკლებად სურთ ივანიშვილის ბრძანებების შესრულება. ღარიბაშვილის უკან დაბრუნება “ქართული ოცნების” სისუსტის გამოჩენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ პარტიაში კრიზისია.

მაგრამ ასევე კრიზისია მეორე მხარესაც. სააკაშვილი ცდილობს ოპოზიციაზე გავლენა შეინარჩუნოს, რაც ძალიან ვნებს ოპოზიციასაც და ზოგადად, საქართველოს პოლიტიკას. დიალოგი თავად ქართველებს შორის უნდა შედგეს. შესაძლოა გამოინახოს, ასე რომ ვთქვათ, “ბრძენი ადამიანების ჯგუფი“, რომლებიც ყველასათვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივლენ. დაავლეთს ამ გადაწყვეტილებების მოტანა არ შეუძლია, ეს საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ.

ქვეყნის პოლიტიკური სპექტრი ჩიხშია. არც მთავრობა და არც ოპოზიცია დათმობებზე არ მიდის. როგორ შეიძლება ამ გაყინული სიტუაციიდან გამოსვლა? თქვენ ამბობთ, რომ მათ მოლაპარაკება უნდა შეძლონ. მაგრამ ვითარება ისეთია, რომ მხარეები თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ.

რთულია ამის თქმა. მაგრამ შეიძლება არსებობენ ქართველები, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრს მიღმა არიან. შეიძლება გამოინახოს ასეთი ადამიანები, რომლებიც დასხდებიან და ორპარტიულ გამოსავალს მიაღწევენ, რაც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება. ამერიკის ისტორიაში ეს მოხდა. ეს ადამიანები შეიკრიბნენ, იმსჯელეს და შემდეგ დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაწერეს. ისინი ყველა პოლიტიკური იდეოლოგები არ იყვნენ. საქართველოს ბევრი არაჩევეულებრივი ადამიანი ჰყავს, ბევრი მათგანი აპოლიტიკურია. დასავლეთს მათთვის მხოლოდ დახმარების გაწევა შეუძლია.


ახლა, როცა შეერთებულ შტატებში ახალმა ადმინისტრაციამ დაიწყო მუშაობა, თქვენი აზრით, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ მოვლენებს ამერიკა-საქართველოს ურთიერეთობებზე?

ყველაზე დადებითი ასპექტი, რის საფუძველზეც საქართველოს დასავლეთის მხარდაჭრის შენარჩუნება შეუძლია, დემოკრატიული განვითარებაა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განვითარება გაგრძელდეს. თუ ის შეჩერდა, ან რაიმე ფორმით გზიდან გადავიდა, შეიძლება საქართველოს მიმართ მხარდაჭერა შემცირდეს, ან მისი სტრატეგიული კონტექსტიდან ამოღება მოხდეს. შიდა პოლიტიკა იმდენად მკაცრადაა დაყოფილი, რომ საჭიროა რაღაც სახით ამ მდგომარეობის გაუმჯობესება რათა განვითარება გაგრძელდეს.

რას ფიქრობთ მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებაზე?

მელიას დაკავებას იმდენი პოლიტიკური ქვეტექსტი შეიძლება ჰქონდეს, რომ ის ვერ იქნებაა მხოლოდ იურიდიული საკითხი. საქართველოს მთავრობის მხრიდან მისი დაპატიმრების მცდელობის გაგრძელება სიტუაციას კიდევ უფრო გააუარესებს. დასავლეთი ამის გამო საქართველოს მთავრობის მიმართ უკმაყოფილო იქნება. მელიას დაკავება, არჩევნების ხარისხი, ისეთი ადამიანების, როგორიც ღარიბაშვილია, პრემიერად დაბრუნება - რომელმაც სავარაუდოდ, ბევრი რამ ისწავლა, მაგრამ პირველ ჯერზე წარმატებული პრემიერ-მინისტრობა არ ჰქონდა, ეს ყველაფერი პოლიტიკური ელემენტებია. ამიტომაა აუცილებელი პოლიტიკური პროცესის მონახვა და მისი ისეთი ხალხის მიერ წარმართვა, რომლებსაც საზოგადოებაში ნდობა აქვთ.

ბატონმა ივანიშვილმა თქვა, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა. როგორ ფიქრობთ, რჩება თუ არა ის გავლენიან ფაქტორად ქართულ პოლიტიკაში?

ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრად წაარდგენა იმის ნიშანია, რომ ივანიშვილი ჯერე ისევ მართავს სადავეებს. ეს საქართველოს პოლიტიკისთვის მავნეა. ისევე მავნეა, როგორც სააკაშვილის მხრიდან პროცესებში დარჩენა. პოლიტიკური პარტიები უნდა განვითარდეს პოლიტიკური ინტერესების საფუძველზე და არა ადამიანების გარშემო, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG