უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნიევ რაუმ, ერთობლივად მიმართეს ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს. ისინი ბაიდენს მილსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობის შეჩერებაში დახმარებას სთხოვენ. გაზსადენი რუსეთსა და გერმანიას დააკავშირებს და რუსეთიდან ბუნებრ აირს გერმანიაში ჩაიტანს. ამ პროექტს საგარეო საქმეთა მინისტრებმა „საშიში და გამყოფი“ უწოდეს.
გაზსადენს სერიოზული გავლენა ექნება უკრაინაზე, რადგან ქვეყანას სატრანზიტო მოსაკრებლის მიღება აღარ შეეძლება.
2020 წელს, ამერიკის კონგრესმა „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის დაზუსტების აქტი“ (PEESCA) მიიღო. ამ აქტით უნდა გაზრდილიყო სანქცირებული სერვისების ჩამონათვალი. სანქციები შეეხებოდა იმ კომპანიებსაც, რომლებიც ამ პროექტის დაზღვევის, გადაზღვევის, ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების სერვისებს უზრუნველყოფდა. PEESCA კანონად 1 იანვარს იქცა.
„პოლონეთი და უკრაინა დიდი ხანია საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რომელიც რუსული ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მშენებლობას უკავშირდება. "ჩვენი მოწოდებები სიფხიზლისა და სითამამაში გამოჩენის შესახებ, შეისმინეს ამერიკის კონგრესში, რამაც ამ საშიში და დამყოფი პროექტის შემაჩერებელი ნაბიჯების გადადგმა გამოიწვია“, ნათქვამია უკრაინისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ წერილში, რომელიც ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოში“, 22 თებერვალს გამოქვეყნდა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, გამოიყენოს ყველა გზა, რაც მას გააჩნია იმისთვის, რომ ამ პროექტის დასრულება თავიდან აიცილოს“, ვკითხულობთ წერილში.
მინისტრების თქმით, ამერიკა კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ პროექტთან მიმართებაში. მინისტრები შიშობენ, რომ თუ პროექტი წარმატებით განხორციელდა, რუსეთი ეცდება დაარწმუნოს უკრაინელები, რომ დასავლეთს არ ადარდებს საკუთარივე პრინციპები და ასევე, არ ფიქრობს უკრაინის უსაფრთხოებასა და წარმატებაზე.
150-კილომეტრიანი მილსადენი დანიისა და გერმანიის ტერიტორიულ წყლებში ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გავიდეს იმისთვის, რომ პროექტი დასრულდეს. პროექტს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აკონტროლებს. ელიან, რომ ამ გაზსადენმა, წელიწადში 100 მილიარდი კუბამეტრი მეტრი ბუნებრივი აირი უნდა გადაიტანოს რუსეთიდან გერმანიაში.
ბაიდენის ადმინისტრაციამ 19 თებერვალს დამატებითი სანქციები დაუწესა რუსულ ხომალდსა და გემის მფლობელს მილსადენზე მუშაობისთვის.
ეს ნაბიჯი მალევე გააკრიტიკეს რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა. მათ ადმინისტრაციის მოქმედებას არაადეკვატური უწოდეს და თეთრ სახლს მოსთხოვეს განმარტების გაკეთება იმაზე, თუ რატომ არ დაუწესა ადმინისტრაციამ დამატებითი საქნციები მილსადენს და რის გაკეთებას აპირებს პრეზიდენტი ბაიდენი იმისთვის, რომ პროექტის დასრულებას შეეწინააღმდეგოს.
Facebook Forum