ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ თურქეთს დაკავებული ფილანტროპის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს


ამერიკის შეერთებული შთატები, თურქეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ქველმოქმედი და უფლებადამცველი ოსმან კავალა. კავალა სამ წელზე მეტი ხანია, განაჩენის გარეშე, პატიმრობაში იმყოფება.

„განსაკურებული ბრალდება კავალას წინააღმდეგ, მისი მიმდინარე პატიმრობა, სასამართლო პროცესების დასრულების შეფერხება - მათ შორის საქმეების გაერთიანების გზით, ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და დემოკრატიას“ - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კავალა, ერთი წლის წინ გაამართლეს, 2013 წელს ანტი-სამთავრობო საპროტესტო გამოსვლების საქმეზე. მაგრამ, დაუყოვნებლ დააპატიმრეს 2016 წლის, წარუმატებელი გადატრიალების საქმეზე. ამის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ, ანტისამთავრობო პროტესტის საქმეზე, მისი გამამართლებელი განაჩენი გააბათილა.

თურქეთის სასამართლომ, პარასკევს ამ ორი საქმის გაერთიანების შესახებ გააკეთა განცხადება და უარყო კავალას თხოვნა, გათავისუფლების შესახებ.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ვაშინგტონმა პატივი უნდა სცეს სასამართლოში მიმდინარე კანონიერ პროცესებს.

„თურქეთი კანონის სახელმწიფოა. არცერთ ქვეყანას, ან პირს, არ შეუძლია ბრძანება გასცეს თუქრული სასამართლოს სამართალწარმოების შესახებ“ - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე განცხადებაში, თურქული საგარეო უწყება, აშშ-ი საგარეო უწყების განცხადებას „არათანმიმდევრულს და არაპრინციპულს უწოდებს“ - იმ ფონზე, როცა აშშ უარს ამბობს, ფეთულა გიულენის ექტრადირებაზე. გიულენს თურქეთი 2016 წელს, წარუმატებელ გადატრიალების მოწყობაში სდებს ბრალს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG