ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო


9 თებერვალს, ვაშინგტონში, ამერიკის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ისტორიული, მეორე საიმპიჩენტო მოსმენები დაიწყო. სენატში მოსმენები სავარაუდოდ ერთ ან ორ კვირას გასტანს. წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი უკვე დაუჭირა და მუხლები სენატს გადასცა. ახლა პრეზიდენტის ბრალეულობის საკითხი ამ პალატამ უნდა განიხილოს.

პრეზიდენტს ბრალი "ამბოხების წახალისებაში" ედება. 6 იანვარს, ტრამპის მოხრეებმა ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმა მიიტანეს. სანამ ისინი კაპიტოლიუმისკენ გაემართებოდნენ, თეთრი სახლიდან, პრეზიდენტმა თავის მხარდამჭერებს მიმართა და უთხრა, რომ "ებრძოლათ". კაპიტოლიუმზე მიტანილი შტურმისას, 5 ადამიანი გარდაიცვალა, ათობით მოქალაქე დაშავდა და 100-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია.

სენატის მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტს, სენატორთა 2/3-ის, მხარდაჭერა, 67 წევრის თანხმობა სჭირდება. 2020 წლის არჩევნების შედეგად, სენატში 50 დემოკრატი და 50 რესპუბლიკელია, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატებმა 17 რესპუბლიკელი უნდა დაითანხმონ. დიდი ალბათობით, დემოკრატები ამას ვერ შეძლებენ და სენატი პრეზიდენტ ტრამპს მეორედ გაამართლებს.

ამერიკის კონსტიტუციაში ნათლად არ არის გაწერილი ის, თუ რამდენ ხანს და როგორ უნდა მიმდინარეობდეს სენატის საიმპიჩმენტო სასამართლო. ამიტომ, ყოველ ჯერზე, სენატის უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები წესებზე თანხმდებიან.

10 თებერვალს წარმომადგენელთა პალატის ბრალდების მხარს, 16-საათი მიეცემა საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარსადგენად. იგივე დრო და პირობები ექნებათ ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს, ანუ დაცვის მხარეს. ორივე მხარის მოსმენის შემდეგ, სენატორებს შეეძლებათ კითხვები წერილობით დასვან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG