აშშ-ის პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ირანის დაბრუნების მიზნით, მის წინააღმდეგ სანქციებს არ მოხსნის. ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ თეირანმა 2015 წელს დადებული ბირთვული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.
„არა“ - ეს იყო პრეზიდენტ ბაიდენის პასუხი, ტელეკომპანია „სიბიეს“-ის ჟურნალისტის მიერ, 7 თებერვალს დასმულ კითხვაზე, ირანის დასარწმუნებლად, დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას, შეაჩერებს თუ არა სანქციებს. ინტერვიუსას, პრეზიდენტმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ჟურნალისტს კითხვაზე, თავდაპირველად, უნდა შეაჩეროს თუ არა ირანმა, ურანის გამდიდარება, შეთანხმების ფარგლებში ნებადართულ ლიმიტებს მიღმა.
მანამდე, ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ თუ ამერიკას სურს, ირანმა შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულო, სანქციები უნდა მოხსნას.
„თუ მათ სურთ, ირანი საკუთარ ვალდებულებებს დაუბრუნდეს, აშშ-მა პრაქტიკაში უნდა მოხსნას ყველა სანქცია. ჩვენ გადავამოწმებთ, რამდენად სწორად მოიხსნება საქნციები და ამის შემდეგ დავუბრუნდებით ვალდებულებებს. ეს შეუქცევადი და საბოლოო გადაწყვეტილებაა, რომელიც ირანის თითოეული ლიდერის კონსესუსითაა მიღებული“ - განაცხადა 7 თებერვალს, სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით, ირანის ლიდერმა.
ამ ფონზე, დეკემბერში ირანის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონდმებლობა მთავრობას აკისრებს ვალდებულებას, გაამკაცროს ბირთვული პოზიცია იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სანქციები 21 თებერვლამდე არ შემცრიდება. თუ 21 თებერვლამდე სანქციები არ შემსუბუქდება, ახლადმიღებული კანონი, ირანიდან გაეროს ბირთვული დამკვირვებელი ინსპექტორების გაძევებასაც ითვალსიწინებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ირანის საგარო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ვაშინგტომა სწრაფად უნდა იმოქმედოს.
„ამერიკელებისთვის დრო სწრაფად გადის, ორი მიზეზის გამო - როგორც პარლამენტის მიერ მიღებული კანონის, ასევე წინასაარჩევნო ატმოსფეროს გამო, რომელიც ირანული ახალი წლის შემდეგ გაიმართება“ - განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ირანში ახალი წლის აღნიშვნა, როგორც წესი, 21 მარტს იწყება და დაახლოებით, 2 კვირა გასტანს. ირანის საპრეზიდენტო არჩევნები 2 ივნისსაა დაგეგმილი.
„რაც უფრო დიდხანს გააჭიანურებს ამერიკა, მით უფრო მეტს დაკარგავს თავად. ჩვენ არ გვჭირდება მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. ეს თავად ამერიკაა, რომელმაც მოლაპარაკებების მაგიდასთან მისასვლელი ბილეთი უნდა იპოვოს,“ - აცხადებს მუჰამედ ჯავად ზარიფი.
Facebook Forum