ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ კოდივ-19-ის ახალ ვარიანტებს დააკვირდება


შეერთებული შტატები ცდილობს ახალი კორონავირუსის ვარიანტების შესწავლას, რომლებიც მსოფლიოში ვრცელდება, ამბობენ ჯანდაცვის ექსპერტები.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელის როშელ ვალენსკის განცხადებით, გეგმა „ამ ვარიანტების ვაქცინაზე და თერაპიაზე გავლენის“ შესწავლაა.

„ჩვენ ახლა ვააქტიურებთ ორივეს: [ახალ ვარანტებზე] დაკვირვებას და შესწავლას," - განაცხადა ვალენსკიმ, 24 იანვარს „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.

კოვიდ-19-ით მსოფლიოში 100 მილიონამდე ადამიანია ინფიცირებული. 2 მილიონი კი გარდაიცვალა.

ვალენსკი დაავადებათა კონტროლის ცენტრის სათავეში, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ მოვიდა. ვაქცინაცია ერთ-ერთი მთავარი საკითხია, რომელსაც მეცნიერები აკვირდებიან მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ვირუსის ახალი ვარიანტი დაფიქსირდა. ვირუსის ეს ვარიანტი, ამ დრომდე არსებული ინფორმაციით, უფრო გადამდებია და შესაძლოა უფრო მომაკვდინებელიც.

ვალენსკიმ განაცხადა, რომ იქამდე სანამ, საჭირო რაოდენობის ადამიანთა აცრა არ მოხდება და ჯოგური იმუნიტეტი არ გამომუშავდება, პირბადეების ტარება და სოციალური დისტანცირება ძალაში უნდა დარჩეს და რომ, „ვირუსის გავრცელების შემცირება, შეამცირებს ვარიანტების რაოდენობასაც“.

მკვლევარებმა გასულ კვირას განაცხადეს, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილი ვარიანტი სიკვდილობის უფრო მაღალ მაჩვენებელს უკავშირდება და რომ არსებული ვაქცინა, ვარიანტის წინააღმდეგ კვლავ ეფექტურია. თუმცა, ვარაუდობენ, რომ სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული ვარიანტი, ვაქცინის ეფექტურობას ამცირებს.

ამ ფონზე, მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა, განაცხადა, რომ მას ვირუსი დაუდასტურდა.

„ვწუხვარ გაცნობოთ, რომ მე კოვიდ-19-ით ვარ ინფიცირებული. სიმპტომები მსუბუქია, თუმცა მკურნალობის კურსს გავდივარ“, - განაცხადა 67 წლის პრეზიდენტმა.

მექსიკაში კოდივ-19-ის 1,7 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცვალა 149,000 ადამიანი. მექსიკა მეოთხე ადგილზე, გარდაცვლილთა რაოდენობით, შეერთებული შტატების, ბრაზილიის და ინდოეთის შემდეგ.

ინდოეთი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორეა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის 10,6 მილიონი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაიცავალა 153,000 ადამიანი. ბრაზილიაში კი ინფიცირებულია 9 მილიონი ადამიანი და ვირუსმა 217,000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ჩინეთში ვირუსის 124 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათი უმეტესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

ორშაბათს, ავსტრალიამ „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინა დაამტკიცა. ქვეყანა ვაქცინაციას თებერვლის ბოლოს დაიწყებს.

ახალი ზელანდია კი ქვეყანაში ახალი ვარიანტის გავრცელებას სწავლობს და ცდილობენ იმის დადგენას, ვრცელდება თუ არა ის კარანტინის დაწესებულებების, ვენტილაციის და კონდიცირების სისტემით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG