ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, მათი ადმინისტრაციის მთავარ ძალისხმევას კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებისკენ მიმართავენ.
დღეს, პრეზიდენტი ბაიდენი, თავისი ადმინისტრაციის გეგმების შესახებ იმსჯელებს და რამდენიმე ბრძანებას მოაწერს ხელს. ყველა მათგანი კორონავირუსთან ბრძოლას შეეხება.
დღევანდელი ბრიფინგის დიდი ნაწილი, სწორედ, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული, კორონავირუსთან ბრძოლის გეგმის განხილვას დაეთმობა.
როგორც ბაიდენი, ისე ჰარისი დღეს თავიანთი გუნდისგან მიიღებენ ბოლო ინფორმაციას კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და ვაქცინაციის პროგრამაზე.
ბაიდენს, ვაქცინაციის ინტენსივობის გაზრდა და 100 დღეში, 100 მილიონი დოზის ათვისება აქვს მიზნად დასახული. ახალი პრეზიდენტის გეგმასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ, ექიმმა ენტონი ფაუჩიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს გეგმა ამბიციურია, თუმცა შესაძლებელი.
ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაქცინაცია დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. მთავარი სამიზნე ჯგუფი სამედიცინო პერსონალი, წინა ხაზზე მომუშავეები (პოცილიელები, მეხანძრეები, მაშველები) და მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებები იყვნენ.
ვაქცინა მაღალი თანამდებობის პირებს შორის პირველმა, მაშინ, მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ-პენსმა გაიკეთა. ვაქცინის დოზა მიღებული აქვთ პრეზიდენტ ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ ჰარისსაც.
Facebook Forum