ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ კალიფრონიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი აღმოაჩინეს


მკვლევრები აცხადებენ, რომ სამხრეთ კალიფრონიაში კორონავირუსის ახალი ვარიანტი დააფიქსირეს. კალიფორნია ამერიკაში, კოვიდ-19-ის მიერ ყველაზე დაზარალებული შტატია.

"სედარს-სენაი", ერთ-ერთი ყველაზე დიდი, აკადემიური, არამომგებიანი სამედიცინო ცენტრია ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ მათ გამოიკვლიეს 192 სხვადასხვა პაციენტი ლოს-ანჯელესის საავადმყოფოებში. ისინი, ასევე იკვლევდნენ კორონავირუსის 4,000 შემთხვევას სამხრეთ კალიფრონიის მასშტაბით, ნოემბრისა და დეკემბრის თვეებში.

ახალი ვარიაცია, ლოს-ანჯელესში დაფიქსირებული შემთხვევების 36%-ში აღმოჩნდა, ხოლო მთელს რეგიონში ეს მაჩევენებელი 24% შეადგენს.

კვლევის თანაავტორებმა განაცხადეს, რომ პრევალენტობა "თვალშისაცემი იყო", ვინაიდან ვარიაციის ერთი შემთხვევა პირველად ჯერ კიდევ ივლისში აღმოაჩინეს. ამის შემდეგ, სამხრეთ კალიფორნიაში ეს შტამი ოქტომბერში გამოჩნდა.

მკვლევრების თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში სამხრეთ კალიფორნიაში კოვიდ-19-ის შემთხვევების ზრდა და ახალი ვარიაციის გამოჩენა, დროში ერთმანეთს ემთხვევა. მეცნიერებმა კალიფორნიაში აღმოჩენილ ვარიაციას CAL.20C დაარქვეს.

მკვლევრები ამბობენ, რომ ბრიტანეთში აღმოჩენილის მსგავსად, კორონავირუსის ეს ახალი ვარიანტიც, უფრო ადვილად გადაედება ადამიანიდან ადამიანს. თუმცა, მტკიცებულება იმის შესახებ, არის თუ არა ის უფრო მომაკვდინებელი, ან იწვევს თუ არა უფრო მძიმე გვერდით ეფექტებსა და სიმპტომებს, ჯერ უცნობია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ახალი ვარიანტი დაფიქსირებულია კალიფორნიაში, ნიუ-იორკსა და ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG