ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში, მასწავლებლების, პოლიციელების და მაღაზიების თანამშრომლების აცრა მეორე ფაზაზე იგეგმება


ბრიტანეთი გეგმავს, რომ მასწავლებლები, პოლიციელები და მაღაზიების თანამშრომლები, ვაქცინის მომლოდინეთა სიაში წინ წაწიოს. გეგმის მიხედვით, მას შემდეგ, რას 50-წელს ზევით მყოფი მოსახლეობა ბოლომდე აიცრება, ვაქცინის შემდეგ დოზას, უკვე ამ სამი პროფესიის წარმომადგენლები მიიღებენ. ინფორმაცია, ორშაბათს, ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

"მასწავლებლები, პოლიციის ოფიცრები და მაღაზიის თანამშრომლები, ისინი, ვინც საკუთარი მიზეზების გარეშე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, უფრო ახლოს არიან ვირუსთან, ვიდრე სხვები, სიის დასაწყისში უნდა იყვნენ", უთხრა ნადჰიმ ზაჰავიმ, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, რადიო "თაიმსს".

ახლა, ბრიტანეთში, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაცია მიმდინარეობს. ვაქცინის პირველი დოზები 80 წელს ზემოთ მყოფებმა და მოხუცებულთა სახლებში მცხოვრებლებმა მიიღეს. ჯერ, საბოლოოდ, არ არის ჩამოყალიბებული ვინ იქნება რიგში მოხუცების შემდეგ.

ბრიტანეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც "ფაიზერისა" და "ბიონტექის" ერთობლივ, შემდეგ კი "მოდერნას" ვაქცინებს საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა და საკუთარი მოსახლეობის აცრა დაიწყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG