ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"პარლერი" უჩივის "ამაზონს" და ითხოვს მომსახურების აღდგენას


სოციალურმა ქსელმა "პარლერმა" დღეს ფედერალურ მოსამართლეს სთხოვა, უბრძანოს "ამაზონს", აღადგინოს კომპანიის მომსახურება. "პარლერის" ადვოკატები აცხადებენ, რომ "ამაზონმა" მათი ქსელი ძალადობისკენ მოწოდების შესახებ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ჩახსნა.

სიეტლის ფედერალურ სასამართლოში "პარლერის" ადვოკატმა დევიდ გროსბეკმა თქვა, რომ კომპანიას აუნაზღაურებელი ზიანი მიადგა და ის ახლა დახურვის ზღვარზეა. მისი თმით, "ამაზონის" ქმედებამ "მილიონობით კანონმორჩილ ამერიკელს ხმა წაართვა". ადვოკატი დაბეჯითებით იმეორებს, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება ძალადობის წახალისების ან ძალადობისკენ მოწოდების, გარდა უმნიშვნელო პრესკონფერენციისა.

"პარლერი" პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერების საყვარელი ინტერნეტ-პლატფორმაა. მას 12 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. "ამაზონმა" კომპანიის მომსახურება კვირას საღამოს შეწყვიტა, მას შემდეგ, რაც "ამაზონის" თქმით, რამდენჯერმე გააფრთხილა "პარლერი", რომ მოეხსნა ძალადობრივი შინაარსის შემცველი მასალები.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG