ოთხშაბათს, კონგრესში ჯო ბაიდენის საარჩევნო გამარჯვების მოსალოდნელი დადასტურების წინ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერების დაგეგმილ პროტესტებამდე, შესაძლო ძალადობის გამო, ქვეყნის დედაქალაქში ეროვნული გვარდიის ძალების მობილიზება მოხდა.
ორშაბათს, ვაშინგტონის პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტ კონტიმ თქვა: “ბევრი ადამიანია, რომელიც ჩვენს ქალაქში იარაღით მოსვლას ფიქრობს”.
ტრამპის მომხრეების დეკემბრის მსვლელობა ძალადობით დასრულდა, როდესაც ასობით ტრამპის მომხრე დაუპირისპირდა ადგილობრივი აქტივისტების კოლექტივს, რომელიც ცდილობდა ისინი თეთრი სახლის სიახლოვეს, ე.წ. “შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანია" პლაზაზე არ დაეშვა.
ორშაბათს, ვაშინგტონის პოლიციამ დააპატიმრა ჯგუფ “ამაყი ბიჭების” ლიდერი, 36 წლის ჰენრი “ენრიკე” ტარიო, რომელიც ამ კვირაში დაგეგმილი პროტესტების წინ ვაშინგტონში ჩავიდა. ტარიოს ბრალად სდებენ, რომ დეკემბრის პროტესტების დროს, ვაშინგტონის ისტორიული შავკანიანთა ეკლესიდან “შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” პლაკატი ჩამოგლიჯა.
პოლიციამ განაცხადა, რომ ტარიოს დაპატიმრების ორდერი, ქონების განადგურების ბრალდების საფუძველზე გაიცა. პოლიციელებმა დაპატიმრების დროს მას, ვაზნის დიდი მოცულობის მჭიდეებიც აღმოუჩინეს.
Facebook Forum