ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთში ახალი კორონავირუსის 29 350 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს რეკორდული დღიური მაჩვენებელია. გარდაცვლილთა რაოდენობა 493-ით გაიზარდა.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე, ქვეყანაში კორონავირუსით 2.8 მილიონი ადამიანია დაინფიცირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა კი, დაახლოებით, 51 000 ადამიანია.
ამ ფონზე, დეკემბრის დასაწყისიდან, მოსკოვში დაიწყო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V-ის“ მასობრივი ადმინისტრირება. თავდაპირველად აცრა უტარდებათ სამედიცინო და სოციალური დარგების მუშაკებს, ჯანმრთელობის სფეროს წარმომადგენლებს და ხანდაზმულებს.
რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, „სპუტნიკ V“-ის ეფექტურობა 95%-ს აღემატება. რუსეთს მსოფლიოს სამედიცინო და საექსპერტო წრეებისთვის ვაქცინის ზემოქმედების შედეგები დღემდე არ გაუზიარებია, რის გამოც, ვაქცინის დამოუკიდებელი შეფასება არ მომხდარა.
Facebook Forum