ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მელანია ტრამპმა თეთრ სახლში საშობაო ნაძვის ხე მიიღო


მელანია ტრამპმა გააგრძელა ძველი ტრადიცია, რომელიც ქვეყნის პირველი ქალბატონის მიერ, თეთრი სახლის ოფიციალური საშობაო ნაძვის ხის მიღებას გულისხმობს.
ორშაბათს, ქალბატონ ტრამპს გადასცეს 6 მეტრი სიმაღლის ნაძვი უისკონსინის შტატიდან, რომელიც თეთრი სახლის ოფიციალურმა სექტემბერში შეარჩიეს.



ჯიმ და დაიან ჩეპმენებმა, უისკონსინის საშობაო ნაძვის ხის ფერმის მფლობელებმა გაიმარჯვეს ყოველწლიურ კონკურსში, რომელსაც საშობაო ნაძვის ხის ეროვნული ასოციაცია აწყობს და ხის გადაცემის უფლება მოიპოვეს.
იმ დროს, როდესაც ხით დატვირთული ცხენებშებმული ფურგონი თეთრი სახლის შესასვლელთან მივიდა, ინსტრუმენტული კვარტეტი საშობაო მელოდიებს უკრავდა.
მას შემდეგ, რაც პირველმა ლედიმ და მისმა ვაჟმა ბერონმა სიმბოლური დასტური მისცეს, ხე ლურჯ ოთახში შეიტანეს, სადაც ის სადღესასწაულო დეკორაციის მთავარი ნაწილი გახდება პრეზიდენტისთვის, რომელმაც პირობა დადო, რომ შობას ზამთრის დღესასწაულების ცენტრში დააბრუნებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG