ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აღნიშნა შობის დღესასწაული ამერიკის პირველმა ოჯახმა?


პრეზიდენტმა ტრამპმა შობის დღესასწაული ფლორიდაში აღნიშნა. “პრეზიდენტს და მე გვინდა თითოეულ ამერიკელს ბედნიერი შობა ვუსურვოთ, - თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა.

პრეზიდენტი ტრამპი საშობაო წირვას ბაპტისტურ ეკლესიაში დაესწრო და მოგვიანებით მის კერძო კლუბში, დღესასწაული საშობაო ვახშამით აღნიშნა.

“ჩვენ განსაკუთრებულ ლოცვას აღვავლენთ იმ სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც სახლიდან შორს არიან”, - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელმაც ტრადიციულად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ ამერიკელ სამხედროებს შობა ვიდეო ზარით მიულოცა.

მან სამხედროების რამდენიმე კითხვასაც უპასუხა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა მას ჰკითხა თუ რა საშობაო საჩუქარი გაუკეთა პირველ ლედის, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მელანია ტრამპმს მან "ლამაზი საშობაო ბარათი" გადასცა და საჩუქარზე "ჯერ ისევ ფიქრობს".

ტრამპმა სამხედროები შეაქო დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლისთვის და მისი ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მკვლელობისთვის. მან ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებაზე ისაუბრა და მომავალ 2020 წელს სამხედროებისთვის ხელფასების მომატებას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტი ორკვირიან საშობაო შვებულებაში იმყოფება. დღეს მის საჯარო სივრცეში გამოჩენას არ ელიან.

პრეზიდენტის მიმართვის პარალელურად, სამშაბათ საღამოს, პირველი ლედი პატარების ზარებს პასუხობდა, ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო თავდაცვის სარდლობაში”, სადაც “სანტას ძიების ოპერაციაში” მიიღო მონაწილეობა. პირველი ლედის პრესსპიკერმა სტეფანი გრიშმანმა განაცხადა, რომ მელანია ტრამპი პატარებს ესაუბრა და მათი საშობაო საჩუქრების სიას გაეცნო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG