ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

24 ნოემბერს სომხეთი აზერბაიჯანს დაუბრუნებს ქელბაჯარის რაიონს


აღდამი, მთიანი ყარაბაღის ანკლავის გარეთ მდებარე სამი რეგიონიდან პირველი იყო, რომელიც სომხეთის ჯარებმა დათმეს.

10 ნოემბერს მიღწეული სამმხრივი შეთანხმების თანახმად, 24 ნოემბერს შუაღამის 00:00 საათზე იწურება ვადა, როდესაც სომხეთმა აზერბაიჯანს უნდა დაუბრუნოს ქელბაჯარის რაიონი. ამ ტერიტორიის კონტროლი ბაქომ 1992 წლიდან დაკარგა.

სომხური ძალები 1 დეკემბრამდე ლაჩინის რაიონსაც დატოვებს. აღნიშნული ტერიტორიები სომხეთს დაახლოებით 30 წლის განმავლობაში ეკავა.

სამმხრივი შეთხანხმების ძირითადი დებულებები, რეგიონიდან სომხური შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანას და რუსი სამშვიდობოების დაუყოვნებლივ განთავსებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში ექვსკვირიანი შეიარაღებული დაპირისპირება 10 ნოემბერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დადებით დასრულდა.

შეთანხმებას მასობრივი პოლიტიკური არეულობა მოჰყვა ერევანში. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის გადადგომა მოითხოვეს - რუსეთის შუამავლობით, ბაქოსთან დადებული „კაპიტულიანტური შეთანხმების“ გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG